1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის მაკომპენსირებელ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა, გამორიცხონ ან შეამსუბუქონ კონცენტრაციის შედეგად კონკურენციის არსებითი შეზღუდვის პოტენციური შედეგები.

2. კონცენტრაციის მაკომპენსირებელი ფაქტორები შესაძლოა გამოიხატოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფაქტორის სახით:

ა) კონცენტრაციის ეფექტიანობით;

ბ) მესამე მხარეების ბაზარზე შესვლით ან ბიზნესის გაფართოებით, რომელიც კონცენტრაციის განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული;

გ) მომხმარებელთა ძალაუფლებით.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კონცენტრაციის ეფექტიანობას ეროვნული ბანკი შემდეგი კატეგორიების მიხედვით აფასებს:

ა) კონკურენციის ხელშეწმყობი ფაქტორები, რომლებიც ცვლიან კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების სტიმულებს და აუმჯობესებენ კონკურენტულ გარემოს;

ბ) მომხმარებელთა სარგებელი, რაც გამოწვეულია კონცენტრაციის მონაწილეების რესურსებისა ან/და აქტივების კომბინაციის შედეგად.

4. ეფექტიანობის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად კმაყოფილდება შემდეგი ფაქტორები:

ა) კონკურენცია ძლიერდება იმ პროდუქტების მიწოდებაში, სადაც სხვაგვარად კონცენტრაციის შედეგად კონკურენციის არსებითი შეზღუდვა იქნებოდა;

ბ) ეფექტიანობა დროული, სავარაუდო და საკმარისია კონკურენციის არსებითი შეზღუდვის ეფექტების თავიდან ასაცილებლად;

გ) ეფექტიანობა კონცენტრაციის უშუალო შედეგია;

დ) ეფექტიანობა სარგებლის მომტანია მომხმარებლებისთვის.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა სარგებლიანობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად გადაწონის მომხმარებელთა სარგებელი კონცენტრაციის შედეგად გამოწვეულ შედეგებს. ამასთან, სტრუქტურული და ქცევითი ღონისძიებების შერჩევისას ეროვნული ბანკი უპირატესობას ანიჭებს იმ ზომებს, რომლებიც მომხმარებელთათვის უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების ფაქტორის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად კმაყოფილდება შემდეგი ფაქტორები:

ა) ბაზარზე შესვლა ან/და გაფართოება დროულია, რასაც ეროვნული ბანკი ბაზრის სპეციფიკურობისა და დინამიკურობის მიხედვით აფასებს;

ბ) ბაზარზე შესვლა ან/და გაფართოება სავარაუდოა, რა დროსაც ეროვნული ბანკი აფასებს კონკურენტების სტიმულებსა და ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის ბარიერების სირთულეს;

გ) რამდენად საკმარისი იქნება ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების ფაქტორი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების მასშტაბს;

დ)  ბაზარზე შესვლის ინიციატორის სტრატეგია და ბიზნესგეგმა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები ერთდროულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

8. მომხმარებელთა სარგებლიანობის ფაქტორის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს მომხმარებელთა სავაჭრო ძალაუფლებას, რომელიც შესაძლოა, მომხმარებლებს გააჩნდეთ მათი ზომის, კომერციული მნიშვნელობის ან/და ალტერნატიული მიმწოდებლის შეცვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი ასევე აფასებს მომხმარებლების მხრიდან მომწოდებლის შეცვლის შესაძლებლობასა და მომხმარებელთა მხრიდან მათივე ძალაუფლების გამოყენების სტიმულებს.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ფაქტორებისსარწმუნოობისა და განხორციელებადობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრებათ კონცენტრაციაში მონაწილე მხარეებ