1. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, შესაბამისი ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს მის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, რომელიც უკავშირდებოდა ამ შესაბამის ბაზარს ან მასზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს.
2. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება ეფუძნება ბაზრის შედარებით ანალიზს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდებისათვის.
3. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს ანალიზს, ასევე ბაზრის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, სამუშაო ადგილები, ფასების დონე, ინვესტიციები და სხვა.
4. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ზეგავლენის შეფასების მიზნით, ბაზრის მონიტორინგი შესაძლოა დაიწყოს შესაფასებელი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.
5. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების დასრულებისას დგება ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალურობის წესების დაცვით.
7. თუ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევა