1. სააგენტომ შესაძლოა აწარმოოს შესაბამისი ბაზრის მონიტორინგი მის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, რომელიც  უკავშირდებოდა ამ შესაბამის ბაზარს ან მასზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს.

2.  სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება ეფუძნება ბაზრის შედარებით ანალიზს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდებისათვის.

3. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს ანალიზს, ასევე ბაზრის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, სამუშაო ადგილები, ფასების დონე, ინვესტიციები და სხვა.

4. სააგენტოს გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების მიზნით ბაზრის მონიტორინგი შესაძლოა დაიწყოს შესაფასებელი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ.

5. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების დასრულებისას დგება ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით.

7. თუ   გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას.

დანართი №1

ჰერფინდალ-ჰირშმანის ბაზრის კონცენტრაციის

ინდექსის განსაზღვრა

ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი იანგარიშება, როგორც ბაზარზე ყველა მოქმედი მიმწოდებლის წილთა კვადრატების ჯამი.

ბაზარზე საქონლის მიმწოდებელთა ჩამონათვალი

თითოეული მიმწოდებლის საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობა

(Vj)

თითოეული მიმწოდებლის რეალიზაციის წილი ბაზრის მთლიან მოცულობაში

(Dj=Vj/Vm)

წილების კვადრატები  (Dj2)

1 , 2, 3, . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . n

სულ n                         (∑nj=1Vj)                                100%                      HHI = D12 + D22  +. . . . . + D