1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ბაზრის განსაზღვრის შემდეგ სააგენტო იწყებს მონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც არ არის შეზღუდული.

2. მონიტორინგის პროცესი მოიცავს ამ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისა და იდენტიფიცირებულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს.

3. მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში, თუ სააგენტოს მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია იძლევა აღნიშნულის საფუძველს, შესაძლოა, შემუშავებულ იქნეს მონიტორინგის შუალედური ანგარიში/ანგარიშები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მონიტორინგის მიმდინარეობას.

4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ დგება მონიტორინგის ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომლითაც ფასდება ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.

5. მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გაიცეს რეკომენდაცია/რეკომენდაციები.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს  სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით.

7.თუ მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტო საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას აღნიშნული პირის/პირების მიმარ