1. სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სააგენტო ახორციელებს  ბაზრის მონიტორინგს.

2. მონიტორინგს დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სააგენტოს მიერ შემუშავებული დამატებითი მეთოდოლოგიური დოკუმენტი/დოკუმენტები ან/და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია