1. შესაბამისი პროდუქტების ან/და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი ახორციელებს  ბაზრის მონიტორინგს.

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დამატებითი მეთოდოლოგიური დოკუმენტი ან/და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის მონიტორინგი სხვა მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობით განახორციელოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს მა