სააგენტო ბაზრის ანალიზს ახორციელებს ობიექტურობის პრინციპის დაცვით და კვლევისას ეყრდნობა:

ა) ინკვიზიციურობის პრინციპს და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე, შესაძლოა გამოიკვლიოს ბაზრის იმ სეგმენტი, რომელიც არ არის მითითებული დაინტერესებული პირის შესაბამის მომართვაში;

ბ) ფუნქციონალური ანალოგიის პრინციპს, რაც გულისხმობს სააგენტოს მიერ სხვადასხვა ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენტული გარემოს შეფასებისა და ანალიზის ჩატარებისას, ბაზრის/ბაზრების სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთგვაროვან შემთხვევებზე ფუნქციურად ანალოგიური კრიტერიუმების და ანალიზური ფაქტორების გამოყენებას;

გ) აუცილებლობის და თანაზომიერების პრინციპებს და ბაზრის ანალიზს ახორციელებს მიზნის მისაღწევად საჭირო და პროპორციული კვლევის ჩატარების გზი