1. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:

ა) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის პროდუქციული საზღვრები;

ბ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები;

გ) სასაქონლო/მომსახურების ბაზრის დროითი ჩარჩოები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების საფუძველზე განსაზღვრულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:

ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები;

ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება;

გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე;

დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები;

ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა;

ვ) დამატებითი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებას სააგენტო აუცილებლად ჩათვლის კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარ