1. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
ა) შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება ამ წესის მე-2 თავით განსაზღვრული წესით;
ბ) შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება ამ წესის მე-3 თავით განსაზღვრული წესით;
გ) ამ წესის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასება ამ წესის მე-4 და მე-5 თავებით განსაზღვრული წესით.
2. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს:
ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები;
ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება;
გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე;
დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები;
ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა;
ვ) დამატებითი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებას ეროვნული ბანკი აუცილებლად ჩათვლის კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარ