1. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს აღნიშნულ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა მოქმედების ანალიზი კონკურენტებთან მიმართებით.
2. ბაზრის ანალიზის ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი ამოწმებს ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას, ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის გარეშე გაზარდოს მოგება ფასების გაზრდის ან ხარჯების/ხარისხის შემცირების გზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
3. საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
ა) სტრუქტურული, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის ანალიზს;
ბ) ანალიტიკური, რომელიც გულისხმობს:
ბ.ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ეფექტიანობის დონის შეფასებას;
ბ.ბ) ეკონომიკური აგენტის რენტაბელობის დონეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში;
ბ.გ) ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის შეფასებას საფინანსო ანალიზისა და ანალოგიის მეთოდის გამოყენებით;
ბ.დ) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის ანალოგიური მაჩვენებლების შედარებას.
4. საბაზრო ძალაუფლების შეფასების დროს, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში აღიარებული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები.
კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასების პროცედურული წესე