1. ბანკის ყველა უფლება მინიჭებული უნდა ჰჰქონდეს მმართველთა საბჭოს.
2. მმართველთა საბჭომ შეიძლება გადასცეს, რომელიმე ან ყველა უფლება დირექტორთა საბჭოს, გარდა შემდეგი უფლებებისა:
(i) ახალი წევრების დაშვება და მათი დაშვების პირობების განსაზღვრა;
(ii) ბანკის კაპიტალის მარაგის გაზრდა და შემცირება;
(iii) წევრობის შეჩერება;
(iv) დირექტორთა საბჭოს მიერ გაცემული აღნიშნული ხელშეკრულების ინტერპრეტაციათა საჩივრებისა და განაცხადების გადაწყვეტა;
(v) ბანკის დირექტორის არჩევა და დირექტორებისა და ალტერნატიული დირექტორების ხარჯებისა და ანაზღაურების განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში, 25-ე მუხლის მე-6 პარაგრაფის შესაბამისად;
(vi) პრეზიდენტის არჩევა, მისი უფლებამოსილების შეწყვეტა ან თანამდებობიდან გადაყენება და მისი ანაზღაურების და მომსახურების სხვა პირობების განსაზღვრა;
(vii) აუდიტორთა ანგარიშის განხილვის შემდეგ ბანკის საერთო ბალანსისა და მოგება ზარალის დამტკიცება;
(viii) ბანკის წმინდა მოგების გამოყოფისა და განაწილების და რეზერვების განსაზღვრა; (ix)აღნიშნული ხელშეკრულების ცვლილება;
(x) საბანკო ოპერაციების გაუქმების გადაწყვეტა და მისი აქტივების განაწილება; და
(xii) სხვა უფლებებით სარგებლობა, რომელიც მინიჭებული აქვს მმართველთა საბჭოს ამ ხელშეკრულებაში.
3. მმართველთა საბჭომ უნდა შეინარჩუნოს სრული ძალაუფლება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დელეგირებულია დირექტორთა საბჭოზე ამ მუხლის მეორე პარაგრაფის მიხედვი