1. მმართველთა საბჭომ უნდა განსაზღვროს მინიმუმ წლიურად ბანკის წმინდა შემოსავლის რა ნაწილი უნდა იქნეს გამოყოფილი, რეზერვების, გაუნაწილებელი შემოსავლისა და სხვა მიზნების გადახედვის შემდეგ და რა ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განაწილდეს წევრებს შორის. ბანკის წმინდა შემოსავლის სხვა მიზნებისთვის გამოყენების ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ხმათა დიდი უმრავლესობით, როგორც ეს მოცემულია 28-ე მუხლში.

2.  წინა პარაგრაფში ნახსენები განაწილება უნდა იქნეს გაკეთებული თითოეული წევრის აქციათა რაოდენობის  პროპორციულად  და გადახდები უნდა განხორციელდეს იმგვარად და იმ ვალუტაში, როგორც მმართველთა საბჭო განსაზღვრავ