1. სესხის სრული რაოდენობა, აქტივებში ინვესტიციები, გარანტიები და დაფინანსების სხვა გზები შემოთავაზებული ბანკის მიერ თავის ჩვეულებრივ ოპერაციებში მე-11 მუხლის ქვეპარაგრაფები 2(i), (ii), (iii) და (vi)-ის ფარგლებში არ შეიძლება გაიზარდოს არცერთ შემთხვევაში,თუ საერთო რაოდენობის ასეთი გაზრდა საწესდებო კაპიტალს, რეზერვებს და გაუნაწილებელი მოგების ჩვეულებრივ რესურსებს გადააჭარბებს. მმართველთა საბჭომ 28-ე მუხლიდან გამომდინარე ხმათა დიდი უმრავლესობით შეიძლება ნებისმიერ დროს განსაზღვროს, რომ ბანკის ფინანსური მდგომარეობის და სიმყარის შესაბამისად, შეზღუდვები ამ პარაგრაფიდან გამომდინარე შეიძლება გაიზარდოს ბანკის ხელუხლებელი საწესდებო კაპიტალის, რესერვების და გაუნაწილებელი მოგების 250%-მდე.
2. ბანკის მიერ განხორციელებული ჩამორიცხვები საინვესტიციო კაპიტალში არ უნდა აღემატებოდეს საწესდებო კაპიტალში შენატანის საკორესპონდენციო თანხას და საერთო რეზერვებ