1. (ა) ბანკი შეთავაზებს ან ხელს შეუწყობს ნებისმიერი წევრის დაფინანსებას, ან ნებისმიერი სააგენტოს, ან პოლიტიკურ ქვედანაყოფის, ან წევრის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი საწარმოს, ასევე საერთაშორისო თუ რეგიონალური სააგენტოს ან ორგანიზაციის დაფინანსებას, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან.
(ბ) ბანკმა შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში შესთავაზოს დახმარება მიმღებს, რომელიც არ არის მოცემული (ა) ქვეპარაგრაფში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 28-ე მუხლიდან გამომდინარე, მმართველთა საბჭო ხმის დიდი უმრავლესობით: (i) გადაწყვეტს, რომ ასეთი დახმარება უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს რომ განხორციელდეს ბანკის ფუნქციები და არის ასევე წევრების ინტერესებში და (ii) უნდა განსაზღვრავდეს დახმარების ტიპებს ამ მუხლის მე-2 პარაგრაფიდან გამომდინარე და შეიძლება მიეწოდოს ასეთ მიმღებს.
2. ბანკს შეუძლია განახორციელოს თავისი საქმიანობა ნებისმიერი შემდეგი გზით:
(i) აღებით, თანადაფინანსებით ან მონაწილებით პირდაპირი სესხებში;
(ii) ინსტიტუტის ან საწარმოს კაპიტალში ინვესტიციების ჩადებით;
(iii) როგორც პირველადი ან მეორადი პასუხისმგებელი პირისათვის, მთლიანად ან ნაწილობრივ, ეკონომიკის განვითარებისთვის სესხის გარანტიის მიცემით;
(iv) ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სპეციალური ფონდების დაარსებით;
(v) ტექნიკური დახმარების შეთავაზება მე-15 მუხლის შესაბამისად; ან
(vi) დაფინანსების სხვა გზებით შეიძლება განსაზღვულ იქნეს მმართველთა საბჭოს მიერ, ხმათა დიდი უმრავლესობით, რომელიც მოცემულია 28-ე მუხლშ