1. თანხის თავდაპირველი შეტანა  ხორციელდება ამ  ხელშეკრულების თითოეული ხელმომწერის მიერ, რომელიც ხდება წევრი 58-ე მუხლის შესაბამისად, ბანკის      საწესდებო კაპიტალში შენატანების ნაწილში ხუთ (5) შენატანად თითოეული ასეთი თანხის 20 პროცენტის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, რაც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-5 პარაგრაფით. პირველი შენატანი უნდა განხორციელდეს თითოეული წევრის მიერ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ოცდაათი (30) დღის  განმავლობაში, ან  მისი  სახელით სარატიფიკაციო სიგელის    მიღების  თარიღიდან ან  ამ თარიღამდე 58-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად, რომელიც უფრო გვიან მოხდება. მეორე შენატანი უნდა განხორციელდეს ერთი (1) წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. დარჩენილი სამი ნაწილის (3) შეტანა უნდა მოხდეს წინა შეტანის თარიღიდან ერთი (1) წლის შემდეგ.

2. თავდაპირველი საწევროს თითოეული შენატანის გადახდა საწესდებო კაპიტალში უნდა განხორციელდეს დოლარში ან სხვა კონვერტირებად ვალუტაში, გარდა იმისა, რაც არის მოცემული ამ მუხლის მე-5 პარაგრაფში. ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს კონვერტირება გაუკეთოს ასეთ გადახდებს დოლარში. ყველა უფლება, მათ შორის, ხმის მიცემის უფლება   გადახდილ და მასთან დაკავშირებულ გამოსასყიდ აქციებთან, რომლებიც გადასახდელია, მაგრამ არ არის მიღებული, შეჩერებული იქნება ბანკის მიერ ასეთი გადახდის მიღებამდე.

3. საწევრო გადასახადის თანხის გადახდა ბანკის საწესდებო კაპიტალში გამოსასყიდ აქციებთან მიმართებაში  ექვემდებარება მოთხოვნას მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭიროა ბანკის მიერ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, გადახდა შეიძლება განხორციელდეს წევრის  არჩევანით  დოლარში ან ვალუტაში, რომელიც აუცილებელია ბანკის ვალდებულებების შესასრულებლად იმ მიზნებისათვის, რისთვისაც მოხდა ეს მოთხოვნა. მოთხოვნები გადაუხდელ განაცხადებზე უნდა იყოს ერთნაერ პროცენტში ყველა გამოთხოვად აქციაზე.

4. ბანკი განსაზღვრავს ადგილს ყველა გადახდისათვის ამ მუხლის მიხედვით, იმ პირობით, რომ სანამ შედგება პირველი შეხვედრა მმართველთა საბჭოსი, პირველი შენატანი უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისთვის, როგორც ბანკის რწმუნებულისთვის.

5. წევრმა, რომელიც წარმოადგენს ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას ამ პარაგრაფის მიზნებისათვის, შეიძლება გადაიხადოს შენატანი ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პარაგრაფების ფარგლებში ან:

(ა) დოლარში ან სხვა კონვერტირებად ვალუტაში ამ მუხლის ათ (10) შენატანამდე, თითოეული ასეთი  შენატანი  ტოლია  მთლიანი  თანხის  ათი  (10)  პროცენტის  და  პირველი  და  მეორე შენატანები როგორც მოცემულია პარაგრაფში 1, ხოლო მესამედან მეათე შენატანების ჩათვლით მეორე და შემდგომი წლის თავზე ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.

(ბ) პორცია დოლარში ან სხვა კონვერტირებად ვალუტაში და პორცია ორმოცდაათ (50) პროცენტამდე თითოეულ შენატანზე  წევრის  ვალუტაში,  ამ  მუხლის  პირველ  პარაგრაფში მოცემული შენატანების განრიგის მიხედვით. შემდეგი დებულებები უნდა პასუხობდეს გადახდებს ამ (ბ) ქვეპარაგრაფის ფარგლებში:

(i) წევრი შეუთანხმებს ბანკს შენატანის განხორციელების დროს გადახდის პროპორციას, რაც უნდა განახორციელოს საკუთარ ვალუტაში, ამ მუხლის პარაგრაფი 1-ის ფარგლებში.

(ii)   თითოეული  წევრის  მიერ  გადახდა  თავის  ვალუტაში  წინამდებარე  მე-5  პარაგრაფიდან გამომდინარე უნდა იყოს იმ თანხაში, რომელსაც ბანკი განსაზღვრავს საერთო ღირებულების ეკვივალენტს დოლარში გადახდის ნაწილებში. პირველადი გადახდა უნდა იყოს იმ რაოდენობის, რამდენსაც წევრი მიიჩნევს საჭიროდ, მაგრამ ექვემდებარებოდეს შესწორებებს ოთხმოცდაათი (90) დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც ასეთი გადახდა მოხდა, რადგან  ბანკმა უნდა განსაზღვროს, რომ წარმოადგინოს ასეთი გადახდების სრული ეკვივალენტი დოლარში.

(iii)  ბანკის   აზრით,   ყოველთვის, როდესაც   წევრის    ვალუტის    კურსის    ღირებულება მნიშვნელოვნად ეცემა, წევრმა უნდა გადაუხადოს ბანკს  გონივრულ ვადაში დამატებითი თანხა მის ვალუტაში, იმისათვის რომ შენარჩუნდეს ყველა ისეთი ვალუტის ღირებულება, რომელიც ბანკს აქვს შენატანების ანგარიშზე.

(iv) ბანკის აზრით, ყოველთვის, როდესაც წევრის ვალუტის კურსის ღირებულება მნიშვნელოვნად   მყარდება,   ბანკმა   უნდა   გადაუხადოს   წევრს   გონივრულ   ვადაში   იმ ვალუტაში, რაც საჭიროა იმისათვის რომ შენარჩუნდეს ყველა ისეთი ვალუტის ღირებულება, რომელიც ბანკს აქვს შენატანების ანგარიშზე.

(v) ბანკს შეუძლია უარი თქვას თავის უფლებებზე გადაუხადონ (iii) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე და წევრს შეუძლია უარი თქვას თავის უფლებებზე გადაიხადოს (iv) ქვეპარაგრაფიდან გამომდინარე.

6. ბანკმა უნდა მიიღოს ნებისმიერი წევრისაგან შენატანები ამ მუხლის ქვეპარაგრაფი 5(ბ) ფარგლებში თამასუქი ან სხვა ვალდებულებები, რომელიც გამოშვებულია წევრის მთავრობის მიერ ან წევრის მიერ დანიშნული დეპოზიტარისგან, ნაცვლად წევრის მიერ იმ თანხის გადახდისა, რომელიც არ არის საჭირო ბანკისათვის შეასრულოს თავისი ოპერაციები. ასეთი თამასუქები და  ვალდებულები არ ექვემდებარება   განხილვებს,   არ   ერიცხება   პროცენტი   და   გადაიხდება   ბანკის  მოთხოვნის შესაბამისად ნომინალური ღირებულები