1. ბანკის წევრობა არის ღია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ან აზიის განვითარების ბანკის წევრები.

(ა)რეგიონალური წევრები იქნებიან ის წევრები, რომლებიც მოცემული არიან A განრიგის A ნაწილში და სხვა წევრები, რომლებიც შედიანაზიის რეგიონში მუხლი 1 -ის შესაბამისად. ყველა სხვა წევრი იქნება არარეგიონული წევრი.

(ბ)  დამფუძნებელი წევრები  არიან  ის  წევრები,  რომლებიც  მოცემულიარიან განგრიგ  A-ში რომლებმაც 57-ემუხლში განსაზღვრულ თარიღში ან ამ თარიღამდე მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებას და შეასრულეს წევრობის ყველა სხვა პირობა საბოლოო თარიღამდე, რომელიც განსაზღვრულია 58-ე მუხლის პარაგრაფ 1-ში.

2. რეკონსტრუქციისა  და  განვითარების  საერთაშორისო  ბანკის  ან  აზიის  განვითარების  ბანკის წევრები, რომლებიც არ ხდებიან წევრები 58-ე მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება აღიარებული იყვნენ ისეთი ვადებით  და  პირობებით, რასაც  ბანკი განსაზღვრავს მმართველთა საბჭოს  ხმათა სპეციალური უმრავლესობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 28-ე მუხლში.

3.  იმ  შემთხვევაში,  თუ  აპლიკანტი,  რომელიც  არ  არის  სახელმწიფოს  მიერ  უფლებამოსილი  ან, რომელიც არ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ურთიერთობებზე, წევრობის განაცხადი ბანკში წარდგენილი უნდა იყოს ბანკის წევრის მიერ, რომელიც არის პასუხისმგებელი აპლიკანტის საერთაშორისო ურთიერთობებზე.

თავი II

კაპიტა