ბანკის ოპერაციები უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემული პრინციპების შესაბამისად.
1. ბანკი იხელმძღვანელებს საბანკო პრინციპებიდან გამომდინარე.
2. ბანკის ოპერაციები გულისხმობს სპეციალური პროექტების დაფინანსებას ან კონკრეტული საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებას, აქტივებში ინვესტირებას და ტექნიკური დახმარების გაწევას მე-15 მუხლის შესაბამისად.
3. ბანკი არ დააფინანსებს წევრის ტერიტორიაზე ღონისძიებებს, თუ ეს წევრი ეწინააღმდეგება ასეთ დაფინანსებას.
4. ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული მისი ოპერაცია აკმაყოფილებს ბანკის საოპერაციო და ფინანსურ პოლიტიკას, მათ შორის შეზღუდვის გარეშე, კანონებს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში.
5. დაფინანსების აპლიკაციის განხილვის შემდეგ ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მსესხებელს აქვს უნარი მიიღოს დაფინანსება და მოიზიდოს რესურსები იმ პირობით, რომ ბანკმა გაითვალისწინა და მიზანშეწონილად მიიჩნია ყველა შესაბამისი ფაქტორი.
6. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს უზრუნველყოფის და გარანტიის დაფინანსებისას რომ მიმღები და გარანტორი შეასრულებს ფინანსური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
7. უზრუნველყოფის და გარანტიის დაფინანსებისას, ფინანსური პირობები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, სხვა გადასახადები და სესხის დაბრუნების გრაფიკი უნდა იყოს ისეთი, რომ ბანკის აზრით შემცირდეს დაფინანსების რისკები.
8. ბანკი არ დააწესებს არანაირი შეზღუდვას საქონელსა და მომსახურების შესყიდვაზე ნებისმიერი ქვეყნიდან, რაც ხდება ბანკის ჩვეულებრივი და სპეციალური ოპერაციების დაფინანსებით.
9. ბანკი მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ შემოსავალი მიღებული ნებისმიერი დაფინანსებიდან, გარანტიიდან ან ბანკის მონაწილეობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რისთვისაც დაფინანსება მიენიჭა, ასევე ეკონომიკური და ეფექტურობის გათვალისწინებით.
10. ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აიცილოს არაპროპორციული თანხის მოხმარება მისი რესურსებიდან ნებისმიერი წევრის საკეთილდღეოდ.
11. ბანკმა უნდა განახორციელოს მრავალმხრივი მიმართულებით სააქციო კაპიტალში ინვესტირება. საინვესტიციო კაპიტალში ბანკმა არ უნდა გადააბაროს პასუხისმგებლობა მართვის ნებისმიერ საწარმოს, რომელშიც მას გააჩნია ინვესტიცია და არ უნდა ეძებოს საკონტროლო ინტერესი საწარმოში თუ ორგანიზაციაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროა ინვესტიციების დაცვის უზრუნველყოფა ბანკის მიე