1. სესხის აღების ან მონაწილეობის ან ბანკის სასესხო გარანტიის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა ეფუძნებოდეს მე-13 მუხლის საოპერაციო პრინციპებს და ექვემდებარებოდეს ამ ხელშეკრულების სხვა პირობებს,  სესხის  ვადებს  ან  მასთან  დაკავშირებულ გარანტიებს.  ასეთი  პირობებისა  და  ვადების შექმნით, ბანკმა სრულად უნდა მიიღოს მხედველობაში შემოსავლისა და ფინანსური მდგომარეობის დაცვის აუცილებლობა.

2. სადაც სესხის ან გარანტიის მიმღები არ არის წევრი, ბანკს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს იმ წევრ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც შესაბამისი პროექტი უნდა განხორციელდეს, ან საჯარო დაწესებულებას ან სხვა წევრს, რომელიც მისაღებია ბანკისათვის უზრუნველყოს სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა და სესხის პირობების შესაბამისად სხვა მოსაკრებლების გადახდა.

3. ნებისმიერი საინვესტიციო თანხა  არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს პროცენტულ სააქციო კაპიტალს საწარმოში თუ ორგანიზაციაში, როგორც ნებადართულია დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პოლიტიკის ფარგლებში.

4.  ბანკმა   შესაძლოა   წარმოადგინოს   დაფინანსება   თავისი   ოპერაციების   ფარგლებში   ვალუტაში, რომელსაც ქვეყანა უკავშირდება იმ პირობით, რომ ისეთი პოლიტიკა გატარდება, რათა თავიდან იქნება აცილებული ვალუტასთან დაკავშირებული რისკ