1. წევრების  პირველადი  შენატანი  კაპიტალში  გადახდილი უნდა  იქნეს  ნომინალური ღირებულებით. სხვა აქციები უნდა იქნეს გადახდილი ნომინალური ღირებულებით, თუ მმართველთა საბჭოს სპეციალური უმრავლესობა, როგორც ეს  არის მოცემული მუხლში 28, არ გადაწყვეტს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადახდილ იქნეს სხვა პირობებით.

2. სააქციო კაპიტალი არ უნდა იყოს რაიმე პირობით დატვირთული და ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ტრანსფერი უნდა მოხდეს მხოლოდ ბანკში.

3. აქციებზე წევრთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება აქციებზე გადაუხდელი ფასის ნაწილებით.

4. არცერთი წევრი არ არის პასუხისმგებელი ბანკის ვალდებულებებისათვის მისი        წევრობიდან გამომდინარ