აქციონერი ვალდებულია:

ა) განახორციელოს შენატანი კუთვნილი აქციის მისაღებად;

ბ) სააქციო საზოგადოებას ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს/ნომინალურ მფლობელს/ანგარიშის მწარმოებელს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებული ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილების შესახებ, რომელიც აქციათა რეესტრში/ნომინალურ მფლობელთან/ანგარიშის მწარმოებელთან არის რეგისტრირებული;

გ) შეასრულოს  სხვა მოვალეობები,  რომლებიც გათვალისწინებულია კანონით ან, კანონიდან გამომდინარე, წესდებით.

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023