1. სამეთვალყურეო საბჭომ და დირექტორთა საბჭომ უნდა უზრუნველყოს საწარმოს „გამჭვირვალობის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის:
ა) უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან;
ბ) გაასაჯაროოს ინფორმაცია ფასიანი ქაღალდის მფლობელთა უფლებებისა და ფასიანი ქაღალდების პირობების ცვლილებების შესახებ;
გ) ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებების სათანადოდ განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციისა და საშუალებების ხელმისაწვდომობა.
2. საწარმომ უნდა უზრუნველყოს, რომ აქციონერები/პარტნიორები კარგად აცნობიერებდნენ კორპორაციული მართვის პრინციპებს და უნდა მისცეს მათ შესაბამისი განმარტებები კოდექსიდან გადახვევის შემთხვევაში, ასევე, მისცეს მათ საშუალება გამოთქვან თავიანთი დასაბუთებული მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა გამართოს დიალოგი აქციონერებთან/პარტნიორებთან, თუ ისინი არ ეთანხმებიან საწარმოს პოზიციას საწარმოს ზომითი კატეგორიის, კომპლექსურობის, მის წინაშე არსებული რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.
3. აქციონერებს/პარტნიორებს უნდა შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
4. საწარმომ უნდა უზრუნველყოს აქციონერებთან/პარტნიორებთან და პოტენციურ აქციონერებთან/პარტნიორებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გამჟღავნების პოლიტიკის დანერგვა. აქციონერებს/პარტნიორებს უნდა შეეძლოთ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს წევრებისგან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება, ასევე რიგგარეშე აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრების მოწვევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამეთვალყურეო საბჭომ და დირექტორთა საბჭომ, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, უნდა უზრუნველყონ ეფექტური და სამართლიანი ურთიერთობა აქციონერებთან/პარტნიორებთან და ხელი შეუწყონ აქციონერების/პარტნიორების აქტიურ მონაწილეობას საერთო კრების მუშაობაში.
6. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. მმართველი ორგანოს ყველა წევრი, შიდა აუდიტის და სხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, ასევე გარე აუდიტორები უნდა ესწრებოდნენ საერთო კრებას. საერთო კრების ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს, რომ აქციონერთა/პარტნიორთა კითხვებს გაეცეს პასუხი. დირექტორებმა უნდა უპასუხონ აქციონერთა/პარტნიორთა კითხვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პასუხი მატერიალურ ზიანს მიაყენებს საწარმოს, მის აქციონერებს/პარტნიორებსა და დასაქმებულებს, ან დაარღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
7. საწარმომ უნდა გაასაჯაროოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და საერთო კრების ოქმ