1. საწარმოს უნდა გაჩნდეს შესაბამისი  პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გამჟღავნების ადეკვატურ დონეს.

2. საწარმოს ვებგვერდი გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს, რათა ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ წვდომა საწარმოს ფინანსურ და სხვა სახის ინფორმაციაზე, მათ შორის კორპორაციულ მართვასთან და გარემოსდაცვით, სოციალურ მმართველობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

3. მმართველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრება საწარმოში არსებულ არაკანონიერ ან არაეთიკურ პრაქტიკასთან დაკავშირებით და ეს არ უნდა გახდეს მათი უფლებების შელახვის მიზეზი.

4. სამეთვალყურეო  საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს გააზრებული უნდა ჰქონდეთ  დაინტერესებულ მხარეთა უფლებები და ინტერესები და უზრუნველყონ მათთან ეფექტური ურთიერთობ