1. თითოეული წევრი აკეთებს შენატანს ბანკის საწესდებო კაპიტალში. თითოეული  შენატანი ძირითად საწესდებო კაპიტალში უნდა იყოს დაყოფილი გადახდილ და გამოსყიდვას დაქვემდებარებულ აქციებად  პროპორციით  ორი  (2)  რვასთან  (8).  თავდაპირველი შენატანების განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს   ქვეყნებისათვის, რომლებიც გახდნენ წევრები 58-ე მუხლის შესაბამისად და რომლებიც მოცემულია დანართში A.

2. თავდაპირველ შენატანებს აკეთებენ ის ქვეყნები, რომლებიც აღიარებულ იქნენ წევრებად მე-3 მუხლის პარაგრაფი 2-ის შესაბამისად მმართველთა საბჭოს მიერ, იმ პირობით, რომ არ განხორციელდება არცერთი ასეთი შენატანი, თუ მას  ექნება ეფექტი კაპიტალის პროცენტული შემცირების, რომელსაც ფლობენ    რეგიონული წევრები მთლიანი სააქციო კაპიტალის სამოცდათხუთმეტი (75) პროცენტის ოდენობით, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება მმართველთა საბჭო ხმათა დიდი უმრავლესობით, როგორც ეს მოცემულია 28-ე მუხლში.

3. მმართველთა საბჭოს შეუძლია წევრის თხოვნით გაზარდოს წევრის შენატანის ოდენობა იმ წესითა და პირობებით როგორც ამას მმართველთა საბჭო განსაზღვრავს ხმათა დიდი უმრავლესობით, და, რაც მოცემულია 28-ე მუხლში; იმ პირობით, რომ არ განხორციელდება არცერთი ასეთი შენატანი, თუ მას   ექნება ეფექტი კაპიტალის პროცენტული შემცირების, რომელსაც ფლობენ   რეგიონული წევრები მთლიანი სააქციო კაპიტალის სამოცდათხუთმეტი (75) პროცენტის ოდენობით, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება მმართველთა საბჭო ხმათა დიდი უმრავლესობით, როგორც ეს მოცემულია 28-ე მუხლში.

4. მმართველთა  საბჭო  ინტერვალებით, არაუმეტეს  ხუთ  (5) წელზე  მეტი, განიხილავს  ბანკის კაპიტალს. იმ  შემთხვევაში, თუ    საწესდებო კაპიტალი იზრდება, თითოეულ წევრს  ეძლევა საფუძვლიანი შესაძლებლობა განახორციელოს შენატანი, იმ პირობებისა და წესების შესაბამისად, რაც განსაზღვრული იქნება მმართველთა საბჭოს მიერ, გაზრდილი საწესდებო კაპიტალის ეკვივალენტის  პროპორციულად,  უკვე  შეტანილი  საერთო  სააქციო  კაპიტალიდან,  უშუალოდ უპირატესია  ასეთი  მატებისათვის.  არცერთი  წევრი  არ  იქნება  ვალდებული  განახორციელოს შენატანი კაპიტალის გაზრდის ნებისმიერ ნაწილშ