1.    საბანკო ოპერაციები უნდა მოიცავდეს:

(i)    ჩვეულებრივი   ოპერაციები   დაფინანსებული   ბანკის   ჩვეულებრივი   რესურსებიდან, მოცემული მე-8 მუხლში; და

(ii)   სპეციალური   ოპერაციები   დაფინანსებული   სპეციალური   ფონდების   რესურსებიდან, მოცემული მე-17 მუხლში .

ოპერაციების ორი ტიპი შეიძლება აფინანსებდეს   ერთი და იმავე პროექტების ან პროგრამების ელემენტებს.

2. ბანკის ჩვეულებრივი და სპეციალური რესურსები შეიძლება ყველა დროსა და ყველა ასპექტში, გამოყენებულ იქნეს, აღებულ იქნეს მათზე ვალდებულება, მოხდეს ინვესტირება ან გამოყენებულ იქნეს სხვაგვარად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ბანკის ფინანსური ანგარიშგება უნდა აჩვენებდეს ჩვეულებრივ და სპეციალურ ოპერაციებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

3. ბანკის ჩვეულებრივი რესურსები არცერთ შემთხვევაში არ იცვლება ან გამოიყენება იმ დანაკარგების ან ვალდებულებების შესასრულებლად, რაც გამოწვეულია მომდინარე სპეციალური ოპერაციებიდან ან სხვა ღონისძიებებიდან, რისთვისაც სპეციალური ფონდის რესურსები თავიდან იქნა გამოყენებული ან ვალდებულება იქნა მათზე აღებული.

4. ხარჯები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვეულებრივ ოპერაციებთან იბეგრება ბაკის ჩვეულებრივი რესურსებიდან. ხარჯები, დაკავშირებული პირდაპირ სპეციალურ ოპერაციებთან იბეგრება სპეციალური ფონდებიდან. ნებისმიერი სხვა ხარჯი უნდა დაიბეგროს, როგორც ბანკი განსაზღვრავ