1. ბანკის მიზანი იქნება: (i) ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, სიმდიდრის შექმნა და აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით; და (ii) რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა განვითარების გამოწვევების კუთხით, სხვადასხვა მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
2. ხელშეკრულებაში ყველგან, სადაც მითითება ხდება „აზიაზე“ და „რეგიონზე“ მოიცავს გეოგრაფიულ რეგიონებს და შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც გაერთიანებული ერების მიერ კლასიფიცირებულია როგორც აზია და ოკეანეთი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას სხვაგვარად გადაწყვეტს მმართველთა საბჭ