მისი მიზნის განსახორციელებლად, ბანკს აქვს შემდეგი ფუნქციები:

(i) ხელი შეუწყოს ინვესტიციებს  რეგიონში საჯარო და კერძო კაპიტალის განვითარების მიზნით, კერძოდ, ინფრასტრუქტურის და სხვა პროდუქტიული სექტორის განვითარებას;

(ii) გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსები ამგვარი განვითარების დაფინანსებისათვის რეგიონში, იმ პროექტების და პროგრამების ჩათვლით, რომლებიც ხელს შეუწყობს ყველაზე ეფექტურად ჰარმონიულ ეკონომიკურ ზრდას მთელ რეგიონში და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რეგიონში ნაკლებად განვითარებული წევრების საჭიროებებზე;

(iii)  წაახალისოს    კერძო    ინვესტიციების    განხორციელება   პროექტებში,   საწარმოებში და საქმიანობებში, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში, კერძოდ ინფრასტრუქტურასა და სხვა სამრეწველო სექტორში, და შეავსონ კერძო ინვესტიციები, როდესაც კერძო კაპიტალი არ არის ხელმისაწვდომი გონივრულ ვადებსა და პირობებში; და

(iv) დაიწყოს სხვა მსგავსი ღონისძიებები და შესთავაზოს  სხვა მსგავსი   სერვისები, რომლებიც დამატებით იქნება ამ ფუნქციებზ