აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოხსენიებული უფლებებზე დამატებით, ბანკს შეიძლება ჰქონდეს ქვემოთ ჩამოყალიბებული უფლებები:
1. ბანკმა შეიძლება მოიზიდოს თანხები სესხებით ან სხვა საშუალებებით, წევრ ქვეყნებში ან სადმე,შესაბამისი იურიდიული დებულებების მიხედვით.
2. ბანკმა შეიძლება იყიდოს ან გაყიდოს ბანკის მიერ გამოშვებული ან გარანტირებული ფასიანი ქაღალდები ან რომლებშიც მან მოახდინა ინვესტირება.
3. ბანკს შეუძლია გარანტია გასცეს ფასიან ქაღალდებზე, რომლებშიც მან მოახდინა ინვესტირება, მათი გაყიდვის ხელშეწყობისათვის.
4. ბანკს შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის ან საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების დაზღვევა ან დაზღვევაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეესაბამება ბანკის მიზნებს.
5. ბანკს შეუძლია იმ სახსრების ინვესტირება ან დეპოზიტზე განთავსება, რომელიც არ სჭირდება მისი ოპერაციებისათვის.
6. ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბანკის მიერ გამოშვებულ თითოეულ ფასიან ქაღალდს ჰჰქონდეს ბანკის მიერ განსაზღვრული ეფექტი, რომ ის არ არის ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის, თუ რეალურად იგი არაა რომელიმე გარკვეული მთავრობის ვალდებულება, რა შემთხვევაშიც იგი ამგვარად უნდა იყოს განსაზღვრული.
7. ბანკმა შესაძლოა შექმნას ან ადმინისტრირება გაუწიოს ფონდებს შექმნილს სხვა მხარეებისათვის, ასეთი სატრასტო ფონდები შექმნილია ბანკის მიზნების შესრულებისათვის და ბანკის ფუნქციებიდან გამომდინარე, სატრასტო ფონდის ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დამტკიცებული უნდა იქნეს მმართველთა საბჭოს მიერ.
8. ბანკს შეუძლია შექმნას დამატებითი/დამხმარე ორგანიზაციები, რომლებიც შექნილია ბანკის მიზნების შესრულებისათვის და გამომდინარეობს ბანკის ფუნქციებიდან, მხოლოდ მმართველთა საბჭოს დამტკიცებით სპეციალური ხმათა უმრავლესობით, როგორც ეს განსაზღვრულია 28-ე მუხლში.
9. ბანკმა შეიძლება ისარგებლოს სხვა ისეთი უფლებებით და შექმნას ისეთი წესები და რეგულაციები, რომლებიც საჭიროა და შესაფერისია ბანკის მიზნებისა და ფუნქციებისათვის, ასევე შეესაბამება აღნიშნული ხელშეკრულების დებულებებ