1.  ბანკის ჩვეულებრივი  ოპერაციებისას,  დავალიანების  ან   ბანკის  მიერ   გაკეთებული, მონაწილეობისას მიღებული ან გარანტირებული სესხების ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან ინვესტიციებისა ან სხვა დაფინანსების ტიპების დაკარგვისას მუხლი 11-ის ქვეპარაგრაფი 2(vi) ფარგლებში, ბანკი ვალდებულია მიიღოს ისეთი ზომა, რასაც იგი მიიჩნევს საჭიროდ. ბანკმა უნდა განახორციელოს შესაბამისი დებულებები შესაძლო დანაკარგების წინააღმდეგ.

2.  დანაკარგები,  რაც  წარმოიშვება  ბანკის  ჩვეულებრივი  ოპერაციების  განხორციელებისას დაიბეგრება:

(i) პირველი, დებულებებთან მიმართებაში, რაც მოხსენიებულია პარაგრაფ 1-ში;

(ii) მეორე, წმინდა შემოსავალთან მიმართებაში;

(iii) მესამე, გაუნაწილებელი მოგებისა და რეზერვების წინააღმდეგ;

(iv) მეოთხე, ხელუხლებელი განაღდებული საწესდებო კაპიტალის წინააღმდეგ;

(v) ბოლო, გამოუსყიდელი და გამოსყიდვას დაქვემდებარებული თამასუქის შესაბამისი თანხის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლებელია გამოსყიდულ იქნეს მეექვსე მუხლის   მესამე პარაგრაფის დებულებების შესაბამისად.

თავი V

მმართველო