დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელი უნდა იყოს ბანკის ძირითადი  ოპერაციების მიმართულებაზე და ამ მიზნით, აღნიშნული ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლებების დამატებით, სარგებლობს ყველა იმ უფლებითაც, რაც დელეგირებულია მათთვის მმართველთა საბჭოს მიერ, კონკრეტულად:

(i) მმართველთა საბჭოს სამუშაოების მომაზადება;

(ii) ბანკის პოლიტიკის განვითარება დაწევრების საერთო ხმის მიცემის უფლების არანაკლებ ¾ წარმოდგენილი უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღება ძირითად საოპერაციო და ფინანსურ პოლიტიკაზე და პრეზიდენტის უფლებამოსილების დელეგირებაზე საბანკო პოლიტიკის ფარგლებში;

(iii) გადაწყვეტილების  მიღება  ბანკის  ოპერაციების  შესახებ  მე-11  მუხლის  მეორე  პარაგრაფის მიხედვით, და  წარმოდგენილი უმრავლესობით წევრების საერთო  ხმის  მიცემის  უფლების არანაკლებ ¾-ით,  პრეზიდენტისათვის ასეთი  უფლებამოსილების დელეგირების საკითხის გადაწყვეტა;

(iv) ბანკის მართვისა და ოპერაციის ზედამხედველობა ოფიციალურ საფუძველზე, და აღნიშნული მიზნისათვის ზედამხედველობის მექანზმის შექმნა, გამჭვირვალობის, გახსნილობის, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების შესაბამისად;

(v) ბანკის სტრატეგიის, ყოველწლიური გეგმის და ბიუჯეტის დამტკიცება;

(vi) ისეთი კომიტეტის დანიშვნა, რაც მიღებულია შესაბამისად; და

(vii თითოეული   წლისათვის  აუდიტთა ანგარიშების წარმოდგენა მმართველთა   საბჭოზე დასამტკიცებლა