1.  მმართველთა საბჭომ, ღია, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის საშუალებით, უნდა აირჩიოს ბანკის პრეზიდენტი ხმათა სუპერუმრავლესობით, როგორც ეს განსაზღვრულია მუხლში 28. იგი უნდა იყოს წევრი რეგიონალური ქვეყნის ეროვნების. პრეზიდენტი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ უნდა იყოს მმართველი ან დირექტორი ან ალტერნატიული მმართველი ან დირექტორი.

2. საპრეზიდენტო ვადაა ხუთი (5) წელი. იგი ხელახლა შეიძლება არჩეულ იქნეს ერთხელ. პრეზიდენის უფლებამოსილება შეიძლება შეჩერებულ იქნეს ან იგი გადაყენებული იქნეს თანამდებობიდან, როცა  მმართველთა საბჭო  გადაწყვეტს ხმათა  სუპერუმრავლესობით, როგორც ეს განსაზღვრულია მუხლში 28.

(ა) თუ პრეზიდენტის თანამდებობა მისი საპრეზიდენტო ვადისას ვაკანტურია ნებისმიერი მიზეზის გამო, მმართველთა საბჭომ უნდა დანიშნოს დროებით მოქმედი პრეზიდენტი ან აირჩოს ახალი, აღნიშნული მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.

3. პრეზიდენტი უნდა იყოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, გარდა გადამწყვეტი ხმისა ხმების თანაბარი გადანაწილებისას. მან შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მმართველთა საბჭოს შეხვედრებში მაგრამ არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება.

4. პრეზიდენტი იქნება ბანკის კანონიერი წარმომადგენელი. ის  იქნება ბანკის პერსონალის ხელმძღვანელი და დირექტორთა საბჭოს დირექტივების საფუძველზე წარმართავს ბანკის მიმდინარე საქმეებ