1. ერთი ან მეტი ვიცე-პრეზიდენტები უნდა დაინიშნოს დირექტორთა საბჭოს მიერ პრეზიდენტის რეკომენდაციით, ღია, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის საფუძველზე. ვიცე-პრეზიდენტმა უნდა დაიკავოს თანამდებობა იმ ვადით, ისარგებლოს იმ უფლებამოსილებით და განახორციელოს ისეთი ფუნქციები ბანკის ადმინისტრაციაში, როგორც ამას განსაზღვრავს დირექტორთა საბჭო. პრეზიდენტის არ ყოფნისას და უუნარობისას, ვიცე პრეზიდენტმა შეიძლება ისარგებლოს პრეზიდენტის უფლებამოსილებითა და ფუნქციებით.
2. პრეზიდენტი პასუხისმგებელი უნდა იყოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა და მოსამსახურე პერსონალის მართვაზე, დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული რეგულაციების შესაბამისად, გარდა ვიცე-პრეზიდენტების შემთხვევისა იმ მასშტაბით, რაც წარმოდგენილია ზემოთხსენებულ პირველ პარაგრაფში.
3. თანამდებობის პირთა და მოსამსახურე პერსონალის დანიშვნისას და ვიცე-პრეზიდენტების რეკომენდირებისას, პრეზიდენტმა უნდა დაიცვას შრომისუნარიანობისა და ტექნიკური კომპეტენტურობის უმაღლესი სტანდარტები, შესაბამისი ყურადღება უნდა გაამახვილოს პერსონალის შერჩევაზე, და როგორც შესაძლებელია გაამახვილოს ყურადღება რეგიონალურ გეოგრაფიულ საფუძველზ