1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:
ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის;
ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე;
ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას;
ვ1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს;
ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ზ1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით;
თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია);
თ1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436);
ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის ორგანული კანონი №4498 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3114 – ვებგვერდი, 20.06.2023