გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.01.2019
საქმის ნომერი
330310118002420602
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/258--18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე - სს „ს--------“

დირექტორი - მ--------------–---–-

წარმომადგენლები - უ---------; ა------------–---–ი; მ--------------–---–ი, ვ--------------ე

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წამომადგენლები - მ------------------ი; ა-–------------------ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. „სს „ს--------“-ისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №2-- განკარგულებით სს „ს--------“-ზე განუსაზღვრელი ვადით გაიცა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №2-- განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 36).

 

3.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8---1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1--/04 ბრძანების საფუძველზე, დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს - ლ----------ას, გ----------–----–---–ს და ა-–------------------ს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმება, კერძოდ: ა) კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესი; ბ) 2016 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში რეზიდენტი და არარეზიდენტი რეგისტრირებული, ასევე ემიტენტი პირების მიერ განხორციელებული გარიგებები; გ) ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის მიერ დანერგილი/გატარებული რისკების მართვის ღონისძიებების შეფასება.

 

ზემოაღნიშნული განკარგულებით შემოწმების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8---1კ განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 114-115).

 

3.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 ნოემბრის №8-1-1კ განკარგულებით ცვლილება შევიდა „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის შემოწმების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8---1კ განკარგულებაში და აღნიშნული განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შემოწმების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ნოემბრამდე.“ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის შემოწმების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 27 ოქტომბრის №8---1კ განკარგულების სხვა პუნქტები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 ნოემბრის №8-1-1კ განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 39).

 

3.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს მე-4 პუნქტის „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

 

1) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „ს--------“-ს შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი;

 

2) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „ს--------“-ს შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის დარღვევის გამო (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

 

3) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის შემოწმების პროცესში გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის დარღვევის 7 ფაქტის გამო (ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარუდგენლობა) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეული ფაქტის გათვალისწინებით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 

4) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „ს--------“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 18 600 (თვრამეტი ათას ექვსასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 142-143).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „ს--------“-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება ჯარიმის აღსრულების წესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

მითითებული ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ნორმატიული აქტის 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა, ხოლო ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 41-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ერთ-ერთ რეგულირებად მონაწილეს წარმოდგენს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ხოლო 44-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ემიტენტსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის დადებული ხელშეკრულებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან საბროკერო და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო ორგანოა კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სს „ს--------“-ისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №2-- განკარგულებით სს „ს--------“-ზე განუსაზღვრელი ვადით გაიცა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია. შესაბამისად, „სს „ს--------“ წარმოადგენს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს და მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით დადგენილი ვალდებულებები.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულებით, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს სს „ს--------“-ს შემოწმებით გამოვლენილი: 1) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის და 51 მუხლის დარღვევის 22 ფაქტის გამო, (იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელება) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეულ ფაქტზე - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 6 600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარი; 2) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის დარღვევის გამო (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას) დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამასთან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სს „ს--------“-ის შემოწმების პროცესში გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის დარღვევის 7 ფაქტის გამო (ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარუდგენლობა) დაეკისრა ფულადი ჯარიმა თითოეული ფაქტის გათვალისწინებით 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

6.3. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენებით ახდენდა კლიენტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, ხოლო ვინაიდან კანონმდებელი დეტალურად არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მიზნით განსახორციელებელ პროცედურებს, არ არსებობდა სს „ს--------“-ისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ 1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ იმ გარიგებების თანხა, რომლის მიმართაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგინდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევა, აღემატებოდა 3 000 ლარს და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სს „ს--------“-ს ეკისრებოდა როგორც კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაციის, ასევე გონივრული ზომების მიღების ვალდებულება მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს თუ რა მექანიზმების და ღონისძიებების გამოყენებით განახორციელებს კლიენტის იდენტიფიკაციას, თუმცა, მნიშვნელოვანია გამოყენებულ პროცედურებს გააჩნდეს ქმედითი ხასიათი და შედეგად მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ შესრულებული იყოს ამავე საკანონმდებლო აქტით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-10 თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №5 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრატორი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო პროცედურები. ამავე დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „ს--------“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ვერ დგინდება კლიენტების: სს „ე-------------------------------ა“, C----------------------- B.V., სს „ა----–-------–-----ი“, სს „ს---------–-------------------ი“ ბენეფიციარი მესაკუთრეები, ხოლო კლიენტის სს „მ-------------ს“ შემთხვევაში მონიტორინგის განმახორციელებელი პირმა შემოწმების ეტაპზე ვერ წარადგინა ბენეფიციარი მესაკუთრისა და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმომაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

 

„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის 91 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „ს--------“-ის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების: სს „ჰ------– 1930“, სს „ს--------- ჰ------–“, სს „ე-------------------------------ა“, შპს „თ----------–-----ი“, C----------------------- B.V., W---------------- L-P, G S------D, სს „ა----–-------–-----ი“ საქმიანობის სფერო, კერძოდ, სს „ს--------“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით შეუძლებელია კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს დადგენა.

 

აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას კლიენტთა წესდებაზე და მიიჩნევს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე წესდება ვერ იქნება მიჩნეული იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, მისი საქმიანობის სფეროს არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 102 პუნქტზე, რომლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

 

„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-8 და 92 პუნქტების შესაბამისად, რეგისტრატორი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას რეგისტრატორთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და რეგისტრატორს შორის საქმიანი ურთიერთობების შესწავლა. რეგისტრატორი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „ს--------“-ის მიერ არ არის დადგენილი კლიენტების: სს „ჰ------– 1930“, სს „ს--------- ჰ------–“, შპს „ჯ--------- ჰ------– მენეჯმენტის“, სს „ე-------------------------------ა“, შპს „თ----------–-----ი“, C----------------------- B.V., W---------------- L-P, G S------D, სს „ა----–-------–-----ი“, სს „თ----------ი“, I-----------, სს „ე-----------------–ი“, პ---–-----–--–---ი, სს „ს---------–-------------------ი“, სს „მ-------------“ და სს „ა-–------------–-----------ი“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან (სს „ს--------“) საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანი და გაზრახული ხასიათი.

 

„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარიგების შესახებ, მათ შორის, კლიენტის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, დადგენილი წესით ან თვით რეგისტრატორის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერითა და თუ ეს გათვალისწინებულია რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციით – რეგისტრატორის ბეჭდით. ასლი იმგვარად უნდა იყოს დამოწმებული, რომ გარკვევით ჩანდეს ასლის დამმოწმებლის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა) და დამოწმების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს „ს--------“-ის მიერ შემოწმების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციით კლიენტების: სს „ჰ------– 1930“, სს „ს--------- ჰ------–“, შპს „ჯ--------- ჰ------– მენეჯმენტის“, შპს „თ----------–-----ი“, სს „ე-----------------–ი“, სს „ა-–------------–-----------ი“ დირექტორებისა და ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (ბენეფიციარ მესაკუთრეებად მიჩნეული პირ(ებ)ის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო კლიენტების: სს „ე-------------------------------ა“, C----------------------- B.V., W---------------- L-P, G S------D, სს „ა----–-------–-----ი“, სს „თ----------ი“ ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის (ბენეფიციარ მესაკუთრეებად მიჩნეული პირ(ებ)ის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული. ამასთან, სს „ს--------“-ის მიერ ვერ იქნა წარდგენილი კლიენტების: პ---–-----–--–---ი და I----------- სათანადო წესით დამოწმებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

 

სასამართლო მოიხმობს „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტს, რომლის თანახმადაც, რეგისტრატორი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, რეგისტრატორი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. რეგისტრატორი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები, ხოლო 171 პუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილია, მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. რეგისტრატორი უფლებამოსილია, გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიდა ინსტრუქციით დაადგენს შესაბამის კრიტერიუმებს (რისკ-ფაქტორებს) და მათ საფუძველზე განსაზღვრავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებულ კლიენტებს.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისას ან/და ვერიფიკაციისას (მისი ვინაობის გადამოწმებისას) შეიძლება დაეყრდნოს მესამე პირს/შუამავალს, რომელიც ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს პირის იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას (მისი ვინაობის გადამოწმებას), ინახავს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ ასლებს) და ექვემდებარება აღნიშნული რეკომენდაციებით გათვალისწინებულ ზედამხედველობასა და რეგულირებას. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მესამე პირისაგან/შუამავლისაგან დაუყოვნებლივ მოიპოვოს კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასთან და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ არსებული ინფორმაცია. ამასთანავე, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციასთან და ვერიფიკაციასთან დაკავშირებული სხვა სათანადო დოკუმენტების მოთხოვნისას მესამე პირისგან/შუამავლისგან დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში ამ კანონით დადგენილი წესით კლიენტის იდენტიფიკაციისათვის და ვერიფიკაციისათვის (მისი ვინაობის გადამოწმებისათვის) საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. მესამე პირის/შუამავლის შერჩევისას მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს მესამე პირის/შუამავლის მდებარეობის ქვეყანაზე არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ სს „ს--------“-ს კლიენტებისთვის: სს „ჰ------– 1930“, სს „ს--------- ჰ------–“, შპს „ჯ--------- ჰ------– მენეჯმენტის“, „თ----------–-----ი“, სს „თ----------ი“ და სს „მ-------------“ არ მიუნიჭებია რისკის დონე და არ განხორციელებულა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი. ამასთან, მითითებული კლიენტების მიმართ არ განხორციელებულა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის რაიმე სხვა ზომა.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით.

 

ამავე მუხლის 131 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის ( მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას.

 

ამასთან, „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების 51 მუხლი ითვალისწინებს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებულ და გამარტივებულ პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრატორი (მისი უფლებამოსილი თანამშრომელი) ვალდებულია იმ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციისას, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, დამატებით, აწარმოოს გამოვლენილი რისკის შესაბამისი გაძლიერებული იდენტიფიკაციის პროცედურები, კერძოდ: ა) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის), მისი შემოსავლების, ქონებისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობა; ბ) მეტი სიხშირით განაახლოს კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ საიდენტიფიკაციო მონაცემები და გადაამოწმოს კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა; გ) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ; დ) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ქონების ან ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად;

ე) გადაამოწმოს არსებული ან/და მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია განხორციელებული (განსახორციელებელი) გარიგების (ოპერაციის) მიზეზებისა და საფუძვლების შესახებ; ვ) მიიღოს რეგისტრატორის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების ნებართვა; ზ) განახორციელოს ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, რაც უნდა ითვალისწინებდეს ასეთი კლიენტის მიმართ კონტროლის პროცედურების გამოყენების სიხშირისა და გამოსაყენებელი კონტროლის პროცედურების რაოდენობის ზრდას, აგრეთვე გარიგების (ოპერაციის) ცალკეული ნაწილების შემდგომი შემოწმებისათვის შერჩევას.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოწმების აქტით ირკვევა, რომ სს „ს--------“-ს კლიენტების: სს „ე-------------------------------ა“, C----------------------- B.V., W---------------- L-P, G S------D, სს „ა----–-------–-----ი“, I-----------, სს „ე-----------------–ი“, პ---–-----–--–---ი, სს „ს---------–-------------------ი“ და სს „ა-–------------–-----------ი“ მიმართ არ განუხორციელებია მათთვის მინიჭებული რისკის შესაბამისი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ზომები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება განახორციელოს კლიენტის იდენტიფიკაცია წარმოდგენს პროცედურების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს კლიენტის (აქციონერების) უშუალო იდენტიფიკაციას, კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრეების, კლიენტის რეალური საქმიანობის სფეროს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზნის და გაზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენას, რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე რისკის შესაბამისი დონის მინიჭებას, მინიჭებული რისკის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას და კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივ მონიტორინგს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამასთან, სასამართლო მტკიცების ტვირთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ სადავო განკარგულებაში მითითებულ 22 ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ დაცულ იქნა იდენტიფიკაციის ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს--------“-ის მიერ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი იდენტიფიკაციის წესი.

 

სასამართლო მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №18/01 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესს“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისათვის, იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენისათვის.

 

რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ალტერნატიული სანქციის გამოყენების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილის ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ ან/და მისი მმართველი ორგანოს წევრმა დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები (ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის/საბროკერო კომპანიის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადმა მონაწილემ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) ფასიანი ქაღალდების რეგულირებადი მონაწილის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება; ე) შეწყვიტოს ან შეაჩეროს გარკვეული ტიპის ოპერაციები, შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) მაკონტროლებელ პირს მოსთხოვოს კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საფინანსო ან სხვა ინფორმაციის მიუწოდებლობის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში. ასეთ გაუქმებას ან შეზღუდვას უნდა ახლდეს პირობები და ვადები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს არსებული გარემოებიდან გამომდინარე; ზ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე კანონმდებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, არათანამიმდევრულად გამოიყენოს მითითებული სანქციები. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სასამართლო შეფასების საკითხს წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი იდენტიფიკაციის წესის დარღვევის 22 ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ სანქციის სახით ჯარიმის დაკისრება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

6.4. მოსარჩელე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისთვის სანქციის დაკისრებას შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ს--------“-ის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირების ეტაპზე უნდა მიეთითებინა წარდგენილი შიდა დოკუმენტის ხარვეზებზე.

 

სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი დეტალურად განსაზღვრავს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ შემუშავებული შიდა კონტროლის წესი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სს „ს--------“-ის დირექტორის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანებით დამტკიცებულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შიდა ინსტრუქციის შინაარსზე, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ მითითებული დოკუმენტი შეიცავს ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ზოგად დებულებებს და არ ითვალისწინებს იმ წესებს და პროცედურებს, რაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქმიანობის კანონშესაბამისად განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის ლიცენზირების ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შიდა ინსტრუქციის წარდგენის საკითხს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 09 მარტის №33/01 ბრძანებით დამტკიცებული „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობის შეწყვეტის წესის“ მე-3 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელიც ლიცენზიის მაძიებელმა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღსანიშნავია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა ლიცენზირების ეტაპზე შიდა ინსტრუქციის (შიდა კონტროლის წესის) წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სს „ს--------“-ის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად ლიცენზირების ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასების საკითხს შიდა ინსტრუქციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა არ წარმოადგენდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესზე“, რომლის მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დაჯარიმდება: საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების ეტაპზე სს „ს--------“-მა ვერ წარადგინა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქცია და შესაბამისად პროცედურებისა და წესების დაცვის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციის ოდენობის განსაზღვრისას კანონშესაბამისად იხელმძღვანელა დარღვევის გამოვლენის დროს მოქმედი კანონმდებლობით.

 

6.5. რაც შეეხება შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით და ვადებში წარუდგენლობის საკითხს, სასამართლო მოიხმობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესზე“, რომლის მე-5 მუხლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი დაჯარიმდება: საბროკერო კომპანიის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით ან ვადებში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში - 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, წერილში მითითებულ თითოეულ მოთხოვნაზე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით კანონმდებელი ცალსახად და არაორაზროვნად განსაზღვრავს, რომ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ჯარიმა დაეკისრება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილ თითოეულ ინფორმაციასთან მიმართებით დამოუკიდებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სს „ს--------“-ს შორის გაფორმებულ „ინფორმაციის მიწოდების შესახებ“ შეთანხმებაზე, რომლითაც განისაზღვრა 9 მოთხოვნა და ამასთან სს „ს--------“-ის მიერ ინფორმაციის მიწოდების საბოლოო თარიღები (იხ. ტ. I, ს.ფ. 65-68). საქმეში ასევე წარმოდგენილია სს „ს--------“-ის დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი (იხ. ტ. I, ს.ფ. 69-70), რომლითაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ 7 მოთხოვნასთან მიმართებით (1. კლიენტთა ბაზა (რეგისტრირებული პირები); 2. კლიენტთა ბაზა (ემიტენტები); 3. სს „ა----–-------–-----ის“, სს „ა----–-ის თ----------–- ი--------------–ი ზ----“ სს „ე-------------------------------ა“ და სს „თ----------ი“-ის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები; 4. გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირის (კლიენის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები; 5. გ--------------–----------- რეზიდენტი იურიდიული პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის დოკუმენტები; 6. 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე ორგანიზაციის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგებაში ასახული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებული ოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია; 7. მაღალი რისკის კატეგორიის რეზიდენტი 11 იურიდიული პირის, მაღალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 1 ფიზიკური პირის, დაბალი რისკის კატეგორიის არარეზიდენტი 4 იურიდიული და 4 ფიზიკური პირის დასახელების, რეზიდენტობის, განხორციელებულიოპერაციების მოცულობის და საიდენტიფიკაციო კოდის/ნომრის შესახებ ინფორმაცია) მოსარჩელის მიერ დარღვეულია ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მოთხოვნილ ვადებში წარდგენის ვადა. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადგენილია სს „ს--------“-ს ინფორმაციის წარდგენის ვადა დარღვეულია 7 მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაკისრება თითოეულ ფაქტზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 02 აპრილის №2---1კ განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. მითითებული საკანონმდებლო აქტის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 558 ლარი, საიდანაც მას უკან უნდა დაუბრუნდეს 458 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დანარჩენი 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „ს--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს „ს--------“-ს დაუბრუნდეს სს „თიბისი ბანკში“ 2018 წლის 27 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 558 (ხუთას ორმოცდათვრამეტი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 458 (ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი, ხოლო დანარჩენი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა დარასელია