1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამო უკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
2. (ამოღებულია).
3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.
4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.09.2009).
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამო უკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. 2. (ამოღებულია). 3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. 4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.1021
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №ბს-1398(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2022
…სასამართლო თვლის, რომ განსახილველი ადმინისტრაციული დავის განსჯად სასამართლოდ მიჩნეულ უნდა იქნეს სადავო აქტების გამომცემი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილმდებარეობის შესაბამისი სასამართლო. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.…
…სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება და ქმედების განხორციელების აკრძალვა. სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის…
…სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.10.2015 წ. განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კოლეგიამ მიუთითა…
…„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი,…
…საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან. 3.3.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი,…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 1, №1676, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101044/muxli-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია