განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002019903 3/ბ-417-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – ჯ------- ო-----------ე
წარმომადგენელი - თ----- კ----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მ----- ღ----------ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 16 მაისს ჯ------- ო-----------ის წარმომადგენელმა თ----- კახაძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 24 აპრილის №------- განკარგულების ბათილად ცნობა.
2.1.სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დამყარებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.1.1.ჯ------- ო-----------ე 2004 წლიდან არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული. მას საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რეგ. №1------) და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
2.1.2.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 მარტის №------- განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაიწყო ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2014 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 27 მარტამდე პერიოდი.
2.1.3. შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის შემმოწმებლის შეფასებით დადგინდა, რომ ჯ------- ო-----------ის ვალუტის გადამცველი პუნქტის მუშაობის დროს დარღვეული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამნსახურისათვის გადაცემის წესი“ 53 შემთხვევაში.
2.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის მიერ 2017 წლის 24 აპრილს მიღებული იქნა №376 განკარგულება ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის (რეგ. №1------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის 10 600 (ათი ათას ექვსასი) ლარის დაკისრების თაობაზე .
2.1.5. ჯ------- ო-----------ეს არ განუხორციელებია ისეთი ოპერაცია, რომლის გარიგების თანხაც 3000 ლარს აღემატებოდა, ამდენად, ის არ იყო ვალდებული მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია, შესაბამისად არც შეუნახია დოკუმენტაცია.
2.1.6.შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული დარღვევის 53 შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობით გაერთიანებული, რათა შეგნებულად მიეყენებინათ ზიანი ჯ------- ო-----------ისთვის.
2.2.მოპასუხის პოზიცია
2.2.1. მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი და მიეთითა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების აქტის თანახმად ადგილი აქვს მოსარჩელის მხრიდან ოპერაციების დანაწევრებას, რაც მოწმობს იმას, რომ მოსარჩელის მხრიდან გამიზნულად ხდებოდა თანხების დანაწევრება კანონმდებლობით განსაზღვრული იდენტიფიკაციისა და ინფორმაციის აღრიცხვის წესისათვის თავის არიდების მიზნით და რომ ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ------- ო-----------ის სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით გამოყენებული უზუნველყოფის ღონისიძიება, რომლის თანახმად შეჩერდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულების მოქმედება.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. ჯ------- ო-----------ე 2004 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რეგისტრაციის №1------).
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №2----- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1----- ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების წამყვან სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალიტს დაევალათ შეემოწმებინათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცველილი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების შესრულება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 01 ივლისიდან, 2017 წლის 27 მარტამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №2----- განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამნსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის I პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №1----- ბრძანების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი და მითითებული ნორმების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო ჯ------- ო-----------ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულებით დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად, ჯ------- ო-----------ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამურად 10 600 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ერონული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ე (რეგისტრაციის №1------) ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, ხოლო „მონიტორინგის“ განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).
განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები შეაჯერა რა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ინდ.მეწარმე ჯ------- ო-----------ის (რეგისტრაციის №1------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის 53 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი და რომ ამდენად, სულ ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის (რეგისტრაციის №1------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 10 600 (ათი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ითვალისწინებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. სახელდობრ აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სადავო ოპერაციების, რომელთა განხორციელების შუალედი მხოლოდ რამოდენიმე წამია, თანხების ოდენობა აღემატება 3000 ლარიან ზღვარს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეკისრებოდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ეკისრება კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება, ამ მიზნით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვას. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოპერაციის მიმართ იყენებს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურებს და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულების მე-2 პუნქტის და 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტის თანახმად მოსარჩელის მიერ ასევე დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ინდ.მეწარმე ჯ------- ო-----------ის მიერ იყო აღრიცხული ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. ამასთან, ხსენებული ინფორმაცია არ იყო აღრიცხული სათანადო წესით.
სასამართლომ მიუთითა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/ შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:
ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;
ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;
გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);
დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;
ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:
ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი;
ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);
გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დეტალურად განსაზღვრავენ პირის იდენტიფიკაციის აუცილებელ პროცედურებს და მისი განხორციელების საშუალებებს, ასევე ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის მხრიდან ადგილი აქვს იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, სახელდობრ იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე (,,ბ“ ქვეპუნქტი) ანალოგიურად ზემოთქმულისა მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. (,,ვ“ ქვეპუნქტი)
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ.მეწარმე ჯ------- ო-----------ესთან (რეგისტრაციის №1------) მიმართებაში, სახეზეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა და რომ შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულების გამოცემის და ინდ. მეწარმე ჯ------- ო-----------ის დაჯარიმების საფუძველი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რადგან გასაჩივრებული, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №------ განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და რომ შესაბამისად არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ------- ო-----------ის წარმომადგენელმა თ----- კ----ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის თვალსაზრისით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სამართლებრივად უსწორო, დაუსაბუთებელი და არსებობს მისი გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლები, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებები.
აპელანტის მტკიცებით საქართველოს ეროვნულ ბანკს სასამართლოში არ წარმოუდგენია ჯ------- ო-----------ის მიერ კანონის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ განკარგულებაში მითითებული კანონის ნორმები დაარღვია მოსარჩელემ, ასევე შემოწმების აქტში დაფიქსირებული არის, რომ თავად შემმოწმებელმა გაურკვეველ ვარაუდებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ოპერაციების გაერთიანება, რასაც მოჰყვა მოსარჩელის დაჯარიმება. შესაბამისად გადაწყვეტილებაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს და ჯ------- ო-----------ეს ჯარიმა დაეკისრა ამ ვარაუდის საფუძველზე, რომ შესაძლოა ჩაედინა სამართალდარღვევა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1-3.2.2 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და მათი გამეორების გარეშე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივებთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით აღიარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, რომელზეც ვრცელდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება.
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48–ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და გაუქმების წესი, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.
სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით გასაჩივრებულ აქტთან მიმართებით მნიშვნელოვანია გასათვალისწინებელ იქნას ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მიზანი: საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, შესაბამისად, ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების მონიტორინგი - გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი არის საზედამხედველო ორგანო ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის და მას, ამავე კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ეკისრება პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა მოსარჩელის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისად, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 50–ე მუხლის მე–2 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში - ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება მოსარჩელისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
,,ინდ.მეწარმე ჯ------- ო-----------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის №------ განკარგულებასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგს:
გასაჩივრებული განკარგულების პირველი მუხლის თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 18.01.2012 წლის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნები. რის გამოც, მოსარჩელეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 07.02.2012 წლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის" მე-5 მუხლი მე-5 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად გარიგების (ოპერაციის) განხორციელების თითოეული ფაქტისათვის დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით. კერძოდ, ინდ. მეწამე ჯ------- ო-----------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას გამოვლენილია 53 შემთხვევა, როდესაც დარღვეულია იდენტიფიკაციის დადგენილი წესი.
სააპელაციო პალატის თვალსაზრისით უსაფუძვლოა მოსარჩელის აპელირება, რომ მითითებული გარიგებები არ ექვემდებარებოდა იდენტიფიკაციას, ვინაიდან გარიგების თანხები არ აღემატება 3000 ლარს, რადგან შემოწმების აქტის №1 დანართში ასახულია მოსარჩელის განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) პროგრამული ამონაწერის ქრონომეტრაჟი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს გარიგებათა დანაწევრებას.
სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა.
განსახილელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშა, შემოწმების აქტში მითითებული გარიგებები განხორცელებულია დროის უმცირეს პერიოდებში - წამებში.. ,კერძოდ: დანართი №1-ის პირველი შემთხვევა ორი ოპერაცია ( თანხები 1852 ლარი, 2778 ლარი) განხორციელებულია 15 წამში... მე-12 შემთხვევაში 3 ოპერაცია 21 წამში- თანხები 2300, 1840, 575 ლარი)..მე-16 შემთხვევაში ასევე სამი ოპერაცია 20 წამში, თანხები- 2120, 2332, 1250. ლარი,..მე-18 შემთხვევაში 10 წამში ორი ოპერაცია თანხები იდენტური - 2160-2160 ლარი...მე-20 შემთხვევა ორი ოპერაცია 6 წამში, იდენტური თანხით - 2320-2320 ლარი... 28-ე შემთხვევა ორი ოპერაცია იდენტური თანხით- 2808 -2808 ლარი, განხორციელდა 12 წამში...ხოლო 29-ე შემთხვევაში 4 ოპერაცია - 1 წუთში, თანხა ზუსტად ერთი და იგივეა - 2925-2925 ლარი, 34-ე შემთხვევა- 3 ოპერაცია 1 წუთში, აქედან ორის თანხა იდენტურია - 2335-2335 ლარი, 42-ე შემთხვევა--8 წამში ორი ოპერაცია თანხა- 2250-2250 ლარი.,50-ე შემთხვევა- ორი ოპერაცია12 წამში თანხა -= 2330 ლარი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მითუმეტეს, გარიგების შესახებ მონაცემთა აღრიცხვის/გაფორმების დადგენილი წესის გათვალისწინებით.
საპელაციო პალატა იზიარებს ასქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის თვალსაზრისს იმ თვალსაზრისით, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ასევე საყურადღებოა, რომ ვალუტის კონვერტირების პროცესი რეალურად მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: 1. უცხოური/ეროვნული ვალუტის მიღება, 2. მიღებული თანხის გადათვლა მექანიკური ან ტექნიკური საშუალებით, 3. ბანკნოტების შემოწმება ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, 3.კონვერტაციის ოპერაციის პროგრამაში შეყვანა, 4. მიღებული თანხის კონვერტირება, გადათვლა, 5. ქვითრის ამობეჭდვა, 6. ქვითარზე კლიენტისა და ოპერაციის შემსრულებლის ხელმოწერა, 7. ქვითრის ერთი პირის კლიენტისათვის გადაცემა.
გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ არაერთ შემთხვევაში ფიქსირდება გარიგებათა იდენტური თანხები (ამასთან, ყველა მათგანი იდენტიფიკაციის ზღვარს ქვემოთ).
შესაბამისად, პალატა იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ადგილი აქვს გარიგებათა დანაწევრებას, იდენტიფიკაციისათვის თავის არიდების მიზნით. ამდენად, მოსარჩელის მიმართ, სრულიად მართლზომიერად იქნა გამოყენებული სანქცია იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შეუსრულებლობისათვის.
სააპელაციო პალატა ზემოხსენებულთან ერთად ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ კლიენტის იდენტიფიკაციის წესი წარმოადგენს საფინანსო სექტორში უკანონო, ასევე ტერორიზმის დაფინანსებისთვის განკუთვნილი სახსრების შეღწევის აღკვეთის ძირითად ზომას, კლიენტის იდენტიფიკაცია არ არის ერთჯერადი ხასიათის აქტი, ის განგრძობითი პროცესია, ვინაიდან ,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული იდენტიფიკაციის დადგენილი წესი მოიცავს არა მხოლოდ კლიენტის იდენტიფიცირებას, არამედ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს:
1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.
10. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.
10.1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირის ( აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის ) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.
10.2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
13. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით.
13.1. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები, დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას
14. თითოეული კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ამ მუხლით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია და ვინაობის გადამოწმება და სხვა ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს გარიგების განხორციელებამდე ან ანგარიშის გახსნამდე ან სხვა სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე, ასევე საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებამდე, თუ არსებობს ეჭვი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე ან ტერორიზმის დაფინანსებაზე ან ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია განსაზღვროს შემთხვევები, რომელთა დროსაც კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის გადამოწმება შესაძლებელია დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
15. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:
ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას;
ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას;
გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტის (მოსარჩელე) მიერ ასევე დარღვეულია ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების ანალოგიური მოთხოვნები კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მე- 5 მუხლი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში)”
გასაჩივრებული განკარგულების მე-2 მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლითაც იმპერატიულად დადგენილია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება - აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:
ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;
ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;
გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);
დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;
ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტმა(მოსარჩელე) ასევე დაარღვია ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ:
1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ.
2. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:
ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი;
ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);
გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით);
დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.
3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის(მოპასუხე) პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი(მოსარჩელე) ვერ ადასტურებს, რომ ახორციელებდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის აღრიცხვას ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს (მოსარჩელე) სრულიად მართლზომიერად დაეკისრა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა - მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
აპელანტის (მოსარჩელე) შემოწმების აქტის №2 დანართში დაფიქსირებულია 53 გარიგება, როდესაც არ არის აღრიცხული ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც აპელანტის აპელირება იმაზე, რომ მის მიერ განხორციელებული გარიგებები არ აღემატებოდა 3000 ლარს, უსაფუძვლოა, რადგან ეს გარიგებები ცალსახად დანაწევრებულია.
ამდენად, შემოწმების აქტში და განკარგულებაში მითითებულ 53 შემთხვევაში, თითოეული გარიგება განხორციელებულია ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონმდებლობით დადგენილი ორი იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, კერძოდ: 53 შემთხვევაში დაირღვა იდენტიფიკაციის დადგენილი წესი და ამავე 53 შემთხვევაში ასევე დარღვეულია - მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ,,ჯ------- ო-----------ე“ სთან (რეგისტრაციის №1------) მიმართებაში, სახეზე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა. ამდენად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №366-1კ განკარგულების გამოცემის და ინდ. მეწარმე ,,ჯ------- ო-----------ის “ დაჯარიმების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში სწორედ კანონით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევაა სახეზე, რადგან ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 68.4 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა ხოლო განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაცულია.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი კი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი ჯ------- ო-----------ე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------- ო-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე