გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4231-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ი--------------ა
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენლები - მა-----------------ი, ირ---–-----–------ე, თო---------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისროს ი--------------ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 92637 (ოთხმოცდათორმეტიათასექვსასოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირითადი თანხა 69521 ლარი და სარგებელი 23116 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2008 წლის 20 ივნისს დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თა------–---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად ლ---------------. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ქ------–---- ძ-------------------------- და----------–-----–------------1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან (ს.ფ.24).
3.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თა------–---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად თა---------------–ი. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ლ---------, ს.ჭ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან (ს.ფ.25).
3.3. ი--------------ასა და შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ4--------) შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დაიდო №1---- სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებელი იღებს ვალდებულებას, მიცეს სესხი მსესხებელს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს. 1.2 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 28000 აშშ დოლარი. 1.3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამსესხებელს საგებლიდან ექვითება 5%, რომელსაც „ს-----------------------------------“ იხდის სახელმწიფო ხაზინაში. 1.4 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი არის სარგებლიანი. 1.5 პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 35%-ის დარიცხვით. პროცენტის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას. 1.6 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ 1.2 პუნქტში დაფიქსირებული თანხის სალაროში გადაცემის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ს-----------------------------------ს“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ფაქსიმილიით და ბეჭდით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულებას იღებს, დააბრუნოს სესხის ძირი თანხა და პროცენტი ვადაში, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. გასესხებული ძირი თანხა მსესხებელს დაბრუნდება იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ ფულადი თანხის სრულად გადაცემის, მსესხებლის მიერ თანხის სრულად მიღებისა და მისი მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 2.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს ქართულ ლარს, არამედ სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტას, პროცენტის გაცემა ხდება ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის მიერ იმ დღისთვის დადგენილი კურსით. 2.3 პუნქტის შესაბამისად, შეუსრულებელ ვალდებულებებზე მსესხებელი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01 პროცენტის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 26 სექტემბრის №1---- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.19-22).
3.4. 2016 წლის 26 სექტემბრის №1---- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ი--------------ამ 2016 წლის 26 სექტემბერს შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ4--------) სალაროში შეიტანა 28000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 26 სექტემბრის №1---- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ.23).
3.5. რეკლამაში აღნიშნულია „ს----------------------------------- - თქვენი ფინანსური წარმატების სამედო პარტნიორი“, მისამართი - კ------------, ტელეფონის ნომერი 2---------. საზაფხულო აქცია 33% წლიური სარგებელი. ერთი წლის ვადით წლიური 33%, 6 თვის ვადით წლიური 28%, 3 თვის ვადით წლიური 25%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რეკლამის ტექსტი (ს.ფ.144).
3.6. შპს „ს-----------------------------------მ“ (ს/ნ 4--------) შპს „რა----------–--------------------აგან“ 2016 წლის პირველ თებერვალს, 2016 წლის პირველ მარტს, 2016 წლის 31 მარტს, 2016 წლის 3 მაისს, 2016 წლის 30 ივნისს, 2016 წლის პირველ აგვისტოს, 2016 წლის 22 აგვისტოს, 2016 წლის 3 ოქტომბერს შეიძინა სარეკლამო მომსახურებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.153-160).
3.7. სს „პრ----------------ის“ თბილისის ცენტრალური სერვის პუნქტიდან ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 19 ივლისს შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) მიერ თანხების გატანა მოხდა ინკასოს დასაფარად და გადასახადების ერთიანი კოდი ნაწილობრივი დაფარვის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13-სს „პრ----------------ის“ თბილისის ცენტრალური სერვის პუნქტიდან ამონაწერი (ს.ფ.167).
3.8. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს თა------–---–----ეს, მისამართზე - თ---–-------------------------------------, 2016 წლის 14 აპრილს მიმართა №4----- წერილით, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორს ეცნობა, რომ ვინაიდან, სახსრების მოზიდვის მიზნით აქტიურად აწარმოებს სარეკლამო კამპანიას, მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობა ექცევა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მოქმედების სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლება ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი, რაც პირველ რიგში სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს და აღნიშნულის თაობაზე არ ეცნობება საქართველოს ეროვნულ ბანკს 2016 წლის 20 აპრილამდე, ორგანული კანონის შესაბამისად ეროვნულ ბანკი განიხილავს აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების საკითხს და ინდივიდუალურად განსაზღვრავს საზედამხედველო მოთხოვნებს. ასევე, ეთხოვა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ვადაში წარედგინა მის ხელთ არსებულ ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე, წერილზე თანდართულ დისკზე არსებული „მიღებული სესხების ბაზის“ მიხედვით (ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე n-----------------.ge).
შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 19 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს ეცნობა, რომ შპს „ს-----------------------------------“ დაარსებიდან (2008 წელი) ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი სანდო, კვალიფიციური იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს საგადასახადო მოთხოვნებს, ამავე დროს ორიენტირებულია ბიზნესის მუდმივად განვითარებასა და მოგების მიღებაზე. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა როგორც სარეკლამო, ასევე სხვადასხვა სახის კამპანიების განხორციელება ცნობადობის ასამაღლებლად. ბიზნეს მოდელის შეცვლასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვეა ეტაპობრივად ხდება მისი შეცვლა. საზოგადოებასა და პარტნიორ კომპანიებში სანდოობის შენარჩუნების მიზნით ეტაპობრივად ხდება სარეკლამო საქმიანობის შეჩერება. რეკლამა გადის რ/მ-ში „დ-----------ი“, „შ------ი“, „ა---------------“ და „ა--------------ო“ (აღნიშნული შინაარსის სატელევიზიო რეკლამები კი შეწყვეტილია). მოცემულ რადიოებთან დადებული სარეკლამო მომსახურების ხელშეკრულებები კი სრულდება 2016 წლის 10 მაისს. შესაბამისად, რეკლამების შეწყვეტასთან დაკავშირებით ითხოვა დრო 2016 წლის 10 მაისამდე. წერილში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ იგეგმება რეკლამირება მხოლოდ ავტოლომბარდსა და სესხების გაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 აპრილის №4----- წერილი (ს.ფ.33-34);
- შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 19 აპრილის წერილი (ს.ფ.192-193).
3.9. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს თა------–---–----ეს, მისამართზე - თბ--–--------------------, 2016 წლის 21 აპრილის №4----- წერილით აცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია პოზიცია, ორგანიზაციის ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, რაც ფიზიკური პირების ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის უპირობო შეწყვეტას გულისხმობს. მიუღებელია, ასევე, სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის არშეწყვეტის არგუმენტაცია. ასევე, ეთხოვა გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული და არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა დადასტურება მოხდეს ბიზნესის დაფინანსების მოდელის შეცვლისა და სახსრების მოზიდვის ყველა სახის რეკლამების (მათ შორის, რომელიც ვრცელდება რადიომაუწყებლობის, ვებ– გვერდის, სოციალური ქსელების მოკლე ტექსტური შეტყობინებების თუ სხვა საშუალებებით) შეწყვეტის თაობაზე. ასევე ეთხოვა, არაუგვიანეს 2016 წლის 28 აპრილისა წარედგინა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 აპრილის №4----- წერილით მოთხოვნილი ფორმატით.
შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, 27 აპრილიდან შეწყდა სარეკლამო საქმიანობა სახსრების მოზიდვის მიზნით.
შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს დამატებით განემარტა, რომ კომპანიის ფინანსური აქტივობები ღიაა და ყოველთვიურად მიეწოდება სსიპ შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად, კომპანიას არ აქვს ინფორმაციის საჯაროობის პრობლემა. წერილში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2012 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნისამებრ კომპანია სისტემურად გზავნიდა ინფორმაცია კომპანიის კრედიტორებისა და დებიტორების შესახებ. თუმცა კომპანიის კლიენტებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ მათ და მიწოდება ხდებოდა კომპანიის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის, მათ შორის, ხელშეკრულების დარღვევის შეთავაზება. აღნიშნულმა გამოიწვია პანიკა და დათესა ეჭვი კომპანიის სანდოობის მიმართ, რასაც შეიძლებოდა საბოლოოდ გამოეწვია კომპანიის გაკოტრება და კრედიტორების დაზარალება. შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების საკითხი გადაწყდება დამფუძნებლების ჩამოყალიბებული პოზიციის შეტყობისთანავე.
შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 20 მაისის წერილით საქართველოს ეროვნულ ბანკს ეთხოვა მოთხოვნილი ინფორმაციის წარსადგენად ვადის გაგრძელება 27 მაისის ჩათლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 21 აპრილის №4----- წერილი (ს.ფ.35);
- შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის წერილი (ს.ფ.194);
- შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის წერილი (ს.ფ.195);
- შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორის 2016 წლის 20 მაისის წერილი (ს.ფ.196).
3.10. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს თა------–---–----ეს, მისამართზე - თბ--–--------------------2, 2016 წლის 15 ივნისის №6----- წერილით ეცნობა, რომ ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 აპრილის წერილობითი მითითების შემდეგ, საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ წარდგენილი ყოფილიყო ინფორმაცია რწმუნებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე. თუმცა ეროვნული ბანკის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაციის დამუშავებისათვის და შესაბამისი ფორმატით სებ-ში წარმოდგენისათვის საჭირო დრო დაეთმო სხვადასხვა ხასიათის მიმოწერას, რაც ეროვნული ბანკის მოსაზრებით, დროის გაჭიანურებას უფრო ისახავდა მიზნად. ეროვნული ბანკის პირველი წერილობითი მითითებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, ინფორმაციის წარსადგენად დამატებით იქნა მოთხოვნილი ვადა, თუმცა ამ ვადაშიც ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომპანიაში არ არსებობს აღრიცხვისა და ანგარიშგების გამართული სისტემა, რაც მეტად საყურადღებო და რისკის შემცველია, ვინაიდან საკითხი ეხება კომპანიის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ ნაწილს, როგორიცაა ფიზიკური პირებიდან სახსრების მოზიდვა. კომპანიის დირექტორს ეთხოვა, დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი რწმუნებული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ინფორმაცია წარდგენილი იქნებოდა მინიმუმ 2016 წლის 30 აპრილის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით. ასევე, ეცნობა, რომ ეროვნული ბანკი პოზიტიურად აფასებს მის მიერ სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის შეწყვეტას. ასევე, ეთხოვა, გათვალისწინება მომხდარიყო იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია მისი პოზიცია, ორგანიზაციის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 15 ივნისის №6----- წერილი (ს.ფ.36).
3.11. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №9----- განკარგულებით შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №9----- განკარგულება (ს.ფ.37).
3.12. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №9----- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს-----------------------------------ს“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. კვალიფიციურმა-საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს-----------------------------------ს“ მოეთხოვა, არ განახორციელოს დაკავშირებული მხარეების მომსახურება მისი საფასურის მიუხედავად, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მომსახურების გაწევას ან/და მიღებას ნებისმიერი ფორმით; ფინანსური გარიგებების დადებას (ინვესტიციების განხორციელება, სესხების და გარანტიების გაცემა); ტრანზაქციებს მესამე მხარესთან დაკავშირებული პირის გარანტიით; მიმდინარე ხელშეკრულებების ნებისმიერი პირობის გადახედვას (რესტრქუტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათის მიცემა). კომპანიას ეცნობა, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №9----- განკარგულება (ს.ფ.38-39).
3.13. შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) დირექტორმა 2016 წლის 23 სექტემბერს წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოითხოვა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირება. ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ გაუგებარია კომპანიის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები, რადგან კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირების მოთხოვნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) დირექტორის 2016 წლის 23 სექტემბრის წერილი (ს.ფ.197-198).
3.14. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №9----- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 2--------) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0-----. განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №9----- განკარგულება (ს.ფ.40);
- საქართველოში რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ჩამონათვალი (ს.ფ.127).
3.15. 2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან გააკეთა განმარტება შპს „ს-----------------------------------სთვის“ შეზღუდვების და აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდიდან (ს.ფ.126).
3.16. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №9----- განკარგულებით შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და დაევალა განკარგულების ამოქმედებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №9----- განკარგულება (ს.ფ.41);
- საქართველოში რეგისტრირებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების ჩამონათვალი (ს.ფ.127).
3.17. 2016 წლის 3 ნოემბერს შპს „ს-----------------------------------ს“ მეანაბრეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
განცხადების თანახმად, ს-----------------------------------ში მათ მიერ შეტანილი თანხების და დივიდენდების მიღება შეწყვეტილია მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ხსნიან, ეს კრიზისი განპირობებულია სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ეროვნული ბანაკის მოქმედებით, თუმცა მათთვის აღნიშნული არგუმენტები არ არის დასაბუთებული. წერილში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ათასი დაზარალებული მეანაბრე იმყოფება უკიდურესად მძიმე ფინანსურ და მორალურ კრიზისში, ინტენსიურად იკრიბებიან კომპანიის ოფისთან და ცდილობენ გაერკვნენ შექმნილ ვითარებაში. წერილით მოთხოვნილია სახელისუფლებო ორგანოების საქმის გასარკვევად აქტიური ჩართვაა და უახლოეს ვადაში დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოთხოვნილია, დაევალოს შესაბამის უწყებებს სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებში იქნას შესწავლილი აღნიშნული პრობლემა და მოიძებნოს გამოსავალი, რათა არ შეიქმნას ფეთქებადი სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ სხვა კერძო საფინანსო კომპანიებზეც გავრცელდეს მსგავსი ვითარება და ამან მიიღოს უკონტროლო ხასიათი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 8 ნოემბრის №3---- წერილით აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ბიზნესომბუცმენის აპარატში.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 13 დეკემბრის №2----------- წერილის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული პირები, საფინანსო სექტორისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. ამასთან, ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, მაგ: კლიენტსა და კომპანიას შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებების შინაარსის შესწავლა თუ შეზღუდვა რაიმე ფორმით. ეროვნული ბანკის ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, თუ სებ-ი დაინახავს რისკს, რომ რომელიმე იურიდიული პირის საქმიანობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ასეთი პირი აღიაროს კვალიფიციურ სუბიექტად და დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები თუ შეზღუდვები, შპს „ს-----------------------------------“ მასმედიის სხვადასხვა საშუალებით აწარმოებდა აქტიურ სარეკლამო კამპანიას და ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით, კლიენტებს სთავაზობდა საფინანსო სექტორზე გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, რასაც შეეძლო გამოეწვია პრობლემები საფინანსო სექტორში. აქედან გამომდინარე, საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააფრთხილა კომპანიის მენეჯმენტი, რომელსაც მოეთხოვა ასევე ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. მათ ეცნობათ, რომ სებ-ის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით. კომპანიის მენეჯმენტმა აღარ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება და 2016 წლის აგვისტოში განაახლა სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანია, რის გამოც, ფინანსური სტაბილურობის რისკების კიდევ უფრო ზრდის თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, შპს „ს-----------------------------------“ აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და დაუწესდა აკრძალვა ნებისმიერი სახის მომსახურებაზე კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებთან. რაც შეეხება კლიენტების მიმართ ვალდებულებებისა და სესხების გასტუმრებას, ამ მიმართულებით კომპანიას არანაირი აკრძალვა არ აქვს და შეუძლია გააგრძელოს ვალდებულებების მომსახურება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება, გაისტუმროს საკუთარი კლიენტები. ამასთან, კლიენტსა და კომპანიას (მათ შორის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს) შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ჩარევა სცილდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას. განმცხადებელს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა მიემართა სასამართლოსათვის. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „ს-----------------------------------“ (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტი შემადგენლობით, სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომოპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2016) საკანონმდებლო მაცნეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს-----------------------------------ს“ მეანაბრეების 2016 წლის 3 ნოემბრის განცხადება (ს.ფ.42);
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2016 წლის 8 ნოემბრის №3---- წერილი (ს.ფ.43);
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 13 დეკემბრის №2----------- წერილი (ს.ფ.44-45);
3.18. „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით, ი--------------ა დაზარალებულად იქნა ცნობილი შპს „ს-----------------------------------ში“ (4--------) სესხის სახით შეტანილ თანხებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის 27 ივნისის №4------------- წერილი (ს.ფ.78);
- „დაზარალებულად ცნობის შესახებ“ 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება (ს.ფ.128-129).
3.19. მე-----–--–---–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებათა ზედამხედველობის განყოფილებაში. მან განაცხადა, რომ 2012 წლიდან შპს „ს-----------------------------------სთან“ ჰქონდა არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია, გამომდინარე იქედან, რომ საპროცენტო განაკვეთი საბაზროსთან გაცილებით მაღალი იყო, კომპანია იზიდავდა ფიზიკურ პირების სახსრებს და ამას ახორციელებდა ძირითადად სარეკლამო შეთავაზებებით და კომუნიკაციის ძირითადი თემა იყო, რომ სარეკლამო კამპანიები შეწყვეტილიყო. აღნიშნულ კომუნიკაციას შედეგი გამოჰქონდა და ხდებოდა რეკლამების შეწყვეტა, ასე გრძელდებოდა გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე მათ საბოლოოდ უარი თქვეს სარეკლამო კამპანიის შეწყვეტაზე. მე-----–--–---–---–მა განაცხადა, რომ შპს „ს-----------------------------------ს“ დამფუძნებელი იყო ლ---------------, ხოლო იგივე სახელწოდების სხვა შპს „ს-----------------------------------ს“ დამფუძნებელი იყო თ-----------------–-. მე-----–--–---–---–მა დაადასტურა, რომ მან იცოდა აღნიშნული ორი კომპანიის არსებობის ფაქტი, თუმცა იყო თუ არა მეორე კომპანია საფინანსო სფეროში და წარმოადგენდა თუ არა ეროვნული ბანკის ინტერესის სფეროს, ეს არ იცოდა. მე-----–--–---–---–მა, ასევე, განაცხადა, რომ როდესაც გაიგეს მეორე კომპანიის შესახებ მომხმარებლებისაგან, ისიც აღიარეს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად 2016 წლის 4 ნოემბერს. მან დააზუსტა, რომ მათთვის ცნობილი იყო, რომ 2008 წელს დაფუძნებული კომპანია იზიდავდა სახსრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის №0-------- დასკვნა (ს.ფ.79-89).
3.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით - თა------–---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თა---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენის თანახმად, შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თა------–---–----ე. შპს „ს-----------------------------------ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თა---------------–ის მეუღლე - მე------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ, 2013-2016 წლებში. შპს „ს-----------------------------------მ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით. უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორმა თა------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მე------------ეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გა-------ზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს-----------------------------------მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
განაჩენის თანახმად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი (ს.ფ.50-67).
3.21. საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 8 მაისის №2-------- წერილით ი--------------ას ეცნობა, რომ ს----------------------------------- ეროვნული ბანკის ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით დაიწყო აქტიური სარეკლამო კამპანია ფიზიკური პირებისაგან სახსრების მოზიდვის მიზნით. კომპანია კლიენტებს სთავაზობდა ბაზარზე არსებულთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. რადგანაც ასეთი მაღალ საპროცენტო განაკვეთით მოზიდული სახსრების გასტუმრება ნორმალური საბაზრო ურთიერთობების ფარგლებში რთულია და, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ წარმოადგენდა ეროვნული ბანკის პირდაპირ მოვალეობას, ეროვნულ ბანკს გაუჩნდა ეჭვი, რომ კომპანიის საქმიანობაში შეიძლება ადგილი ჰქონდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. კომპანიას სხვადასხვა დროს მოეთხოვა ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტა. ასევე, მოთხოვნილ იქნა ბიზნეს მოდელის შეცვლა და ეცნობა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის შესაბამისად, მოხდებოდა კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარება, რაც კომპანიისათვის სხვადასხვა მოთხოვნისა თუ შეზღუდვის დაწესების წინაპირობა იქნებოდა, მათ შორის, სახსრების მოზიდვის კუთხით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებამდე ეროვნულ ბანკს არ გააჩნდა უფლებამოსილება განეხორციელებინა კომპანიის შემოწმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების დროს ეროვნული ბანკი ეყრდნობოდა უშუალოდ კომპანიის მიერ მოწოდებულ ან/და სხვადასხვა ფორმის საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას. საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლის 19 აპრილს გამოგზავნილი წერილით კომპანია აფიქსირებდა, რომ შპს „ს-----------------------------------“ ბაზარზე საქმიანობდა 2008 წლიდან, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში ელექტრონულად გამოგზავნილი ბალანსის შესაბამისად, 2016 წლის 30 აპრილის მდგომარეობით კომპანიის მიმდინარე ვალდებულებები მოკლევადიანი სესხების სახით წარმოადგენდა 21954140 ლარს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებს ძირითადი მიზეზი იყო არა მოზიდული სახსრების ან/და კლიენტების რაოდენობა, არამედ ის ფაქტი, რომ კომპანიის მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის გაფრთხილება ფართო მასებიდან სახსრების მოზიდვის სარეკლამო კამპანიის შეწყვეტის თაობაზე. კომპანიის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია იმის რისკი, რომ სახსრების მოზიდვის კუთხით გააქტიურდებოდნენ სხვა არარეგულირებადი სუბიექტებიც, რაც წარმოშობდა რეგულირებადი სექტორიდან არარეგულირებად სექტორში თანხების გადინების რისკს, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო სექტორისათვის შესაძლო საფრთხის წარმოშობის თავიდან არიდების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, 2016 წლის 19 სექტემბერს შპს „ს-----------------------------------“ (ს/კ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად, ხოლო 20 სექტემბრის განკარგულებით აეკრძალა ფართო მასებიდან თანხების მოზიდვა და კომპანიასთან დაკავშირებულ მხარეებისათვის ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა. მოგვიანებით ეროვნული ბანკისათვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული იურიდიული პირის ფაქტიურ მისამართზე სახსრებს იზიდავდა „ს-----------------------------------“ (ს/კ 4--------) იმავე მენეჯმენტის შემადგენლობით. აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, 2016 წლის 4 ნოემბერს გამოცემულ იქნა ეროვნული ბანკის განკარგულება შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად რეგისტრაციის თაობაზე. ამასთანავე, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მხარემ აღნიშნული აქტი არ ჩაიბარა, რის გამოც, დოკუმენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, ძალაში შევიდა 29 ნოემბერს, მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების საფუძველზე. დამატებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებებს. შესაბამისად, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების საჭიროების და მიზნობრიობის განმარტება სცილდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 8 მაისის №2-------- წერილი (ს.ფ.46-48);
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 25 ოქტომბრის №2----------- წერილი (ს.ფ.143).
3.22. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 29 ივნისის №2-------- წერილით ი--------------ას ეცნობა, რომ შპს „ს-----------------------------------ს“ (2--------) და შპს „ს-----------------------------------ს“ (4--------) მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები მიღებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა ეროვნულმა ბანკმა ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამასთან, მნიშვნელოვანია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების კანონიერება დაინტერესებულ პირებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 29 ივნისის №2-------- წერილი (ს.ფ.49).
3.23. 2013 წლის 18 თებერვალს, 2016 წლის 5 აპრილს, 2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გევრდიდან (ს.ფ.123-125).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლები, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-2, მე-3, 47-ე, 471, 48-ე და 481 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
6.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2008 წლის 20 ივნისს დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 2--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თა------–---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად ლ---------------. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ქ------–---- ძ-------------------------- და----------–-----–------------1.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 14 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------), რომლის დირექტორად განისაზღვრა თა------–---–----ე, ხოლო 100% წილის მფლობელად თა---------------–ი. აღნიშნული საწარმოს იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა ლ---------, ს.ჭ---------.
ი--------------ასა და შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ4--------) შორის 2016 წლის 26 სექტემბერს დაიდო №1---- სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.2 პუნქტით სესხის ოდენობად განისაზღვრა 28000 აშშ დოლარი. 1.4 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი არის სარგებლიანი. 1.5 პუნქტის მიხედვით, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, წლიური 35%-ის დარიცხვით. პროცენტის გატანა უნდა მომხდარიყო სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლისას. 1.6 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ 1.2 პუნქტში დაფიქსირებული თანხის სალაროში გადაცემის შემთხვევაში რაც დადასტურებული უნდა იყოს შპს „ს-----------------------------------ს“ სალაროს შემოსავლის ორდერზე ფაქსიმილით და ბეჭდით ან კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით - თა------–---–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მე------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თა---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
განაჩენის თანახმად, შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2013 წელის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (დაახლოებით 20%-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი შემდგომი ინვესტირება. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელია თა---------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებს თა------–---–----ე. შპს „ს-----------------------------------ს“ საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავს თა---------------–ის მეუღლე - მე------------ე. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწევა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ განახორციელა ფულადი შენატანი, კერძოდ: 2013-2016 წლებში, შპს „ს-----------------------------------მ“ მოქალაქეებისაგან ჯამში სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. აღნიშნული თანხები, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორმა თა------–---–----ემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მე------------ის წაქეზებით და თა---------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით მე------------ეზე გაცემულ იქნა მსხესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გა-------ზე“ – 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც არ იქნა უკან დაბრუნებული და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, შპს „ს-----------------------------------მ“ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
მოსარჩელე განმარტებით საქართველოს ეროვნული ბანკის მხირდან ადგილი ჰქონდა განზრახ უმოქმედობას, კერძოდ შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ4--------) მიმართ არ იქნა დროულად მიღებული შესაბამისი ღონისძიებები.
სარჩელის დასაბუთებულობის მიზნით სასამართლო მოიხმობს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტს, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
მითითებული ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის ფუნქციებია: მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ამ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს; სააგენტო პასუხისმგებელია საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელებისთვის და მისთვის ამ კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის.
აღნიშნული ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ქ1“ ქვეპუნქტების თანახმად, ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა; ქ1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია სააგენტოს მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო პრევენციული კონტროლის ერთ-ერთ ინსტრუმენტს განეკუთვნება საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა მომხმარებლის დაცვა ისეთი მოსალოდნელი საფრთხეებისაგან, რაც საფინანსო ინსტიტუტების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლოა მათ მიადგეთ. თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის სავალდებულოდ ადგენს, რომ იმ პირობის გარდა, რომ ზიანი უნდა დადგეს სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობის საფუძველზე, ასევე სავალდებულო პირობას წარმოადგენს, რომ სახეზე უნდა იყოს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა „სხვა პირთა მიმართ“. შესაბამისად საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ზედამხედველობის განმხორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება მოცემული იურიდიული პირის მიმართ.
სასამართლო მიუთითებს „საქართელოს ეორვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის VII თავზე, რომლითაც განსაზღვრულია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის წესი და პირობები, კერძოდ, 47-ე მუხლის მიხედვით, სააგენტოს ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით სააგენტო აკონტროლებს სისტემურ რისკს, ამცირებს პოტენციურ რისკებს, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ეროვნული ბანკი/სააგენტო ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.
აღნიშნული ორგანული კანონის 471 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.
მოცემული ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. მე-5 პუნქტის თანახმად, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან და ამ კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. მე-7 პუნქტის შესაბამისად, ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და სააგენტოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული ფორმით. მათ თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ. მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და ციფრული ხელმოწერის გამოყენებით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი. ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება სააგენტოსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მე-9 პუნქტის მიხედვით თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს.
მითითებული ორგანული კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დაწესებული მოთხოვნები, მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ დაწესებული მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების ოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი სააგენტოს მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ პირთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლებისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების სააგენტოში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის შესაფერისობის კრიტერიუმები, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, მე-6 პუნქტის თანახმად კი, საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს 2016 წლის 14 აპრილს მიმართა წერილით მისამართზე თ---–------------------------------------- და მოითხოვა სახსრების მოზიდვის მიზანით რეკლამის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ არ შეიცვლებოდა ორგანიზაციის დაფინანსების ბიზნეს მოდელი. ამასთან, აღნიშნული წერილით განუმარტა აღნიშნული ორგანიზაციის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, მოთხვნილ იქნა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების (ბალანსი) შესახებ ინფორმაცია, სრული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება (მოგება/ზარალის უწყისი) და დეტალური ინფორმაცია ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 21 აპრილს კვლავ მიმართა შპს „ს-----------------------------------ს“, თუმცა ამჯერად მისამართზე - თბ--–--------------------2 და აცნობა რომ ეროვნული ბანკისათვის მიუღებელია არგუმენტაცია ბიზნესის დაფინანსების მოდელის ეტაპობრივად და არა დაუყოვნებლივ შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე, მიუღებელია არგუმენტაცია სახსრების მოზიდვაზე ყველა სახის რეკლამის არშეწყვეტის შესახებ. კომპანიის დირექტორს კიდევ ერთხელ ეთხოვა ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისა და ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების თაობაზე.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს თა------–---–----ეს 2016 წლის 15 ივნისს, ისევ მიმართა წერილობით და კომპანიის დირექტორს ეთხოვა, რომ დაუყოვნებლივ წარედგინა ბოლო თარიღისთვის შედგენილი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება (ბალანსი), წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი რწმუნებული ორგანიზაციის მიმართ გამოიყენებდა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №9----- განკარგულებით შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 2--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №9----- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტ შპს „ს-----------------------------------ს“ აეკრძალა სახსრების მოზიდვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის სარეკლამო კომპანიის წარმოება. კვალიფიციურმა-საკრედიტო ინსტიტუტმა შპს „ს-----------------------------------მ“ არ განახორციელოს დაკავშირებული მხარეების მომსახურება მისი საფასურის მიუხედავად, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მომსახურების გაწევას ან/და მიღებას ნებისმიერი ფორმით; ფინანსური გარიგებების დადებას (ინვესტიციების განხორციელება, სესხების და გარანტიების გაცემა); ტრანზაქციებს მესამე მხარესთან, დაკავშირებული პირის გარანტიით; მიმდინარე ხელშეკრულებების ნებისმიერი პირობის გადახედვას (რესტრქუტურიზაცია, რეფინანსირება, შეღავათის მიცემა). საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ოქტომბრის №9----- განკარგულებით კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად დარეგისტრირდა შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 2--------) და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0-----. განკარგულება ამოქმედდა ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 4 ნოემბრის №9----- განკარგულებით შპს „ს-----------------------------------“ (ს/ნ 4--------) აღიარებულ იქნა კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად.
მოსარჩელის სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ შპს „ს-----------------------------------ს“ დირექტორს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა 2016 წლის 14 აპრილს, მისამართზე თბილისი, და----------–-----–------------1, აღნიშნულ მისამართი კი წარმოადგენდა შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 2--------) იურიდიულ მისამართს. ამასთან, არც ერთ წერილში არ არის მითითებული კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ არ მომხდარა ღონისძიებების გატარება შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/ნ 4--------) მიმართ, რაც გახდა საფუძველი ი--------------ასათვის ზიანის მიყენებისა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოცემულ არგუმენტაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წერილის გაგზავნა იმ მისამართზე რომელიც მისთვის იყო ცნობილი, არ წარმოადგენს კანონდარღვევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავად მიუთითებს, რომ რეკლამაში საუბარი იყო ს-----------------------------------ს მიერ ფინანსურ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირების შესახებ (იხ. ს.ფ.4). სასამართლო, ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 13 დეკემბრის №2----------- და 2017 წლის 8 მაისის №2-------- წერილებზე, სადაც განმარტებულია, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებული იქნა შპს „ს-----------------------------------“ (ს/კ 2--------), ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახსრების მოზიდვის სარეკლამო კომპანია გრძელდებოდა ანალოგიური დასახელებისა და იმავე მენეჯმენტი შემადგენლობით, სხვა იურიდიული პირის მიერ, 2016 წლის 4 ნოემბერს სებ-მა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, შპს „ს-----------------------------------ს“ (ს/კ 4--------) კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომოპანიამ დოკუმენტი არ ჩაიბარა და განკარგულება გამოქვეყნდა (გამოქვეყნების თარიღი: 29.11.2016) საკანონმდებლო მაცნეში.
სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი ეროვნულ ბანკთან შექმნილ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს, რომელიც მოიცავს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტსაც, თუმცა აღნიშნულ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება მისი ზედამხედველობის ფარგლებში მოაქციოს სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ი--------------ასათვის ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანთან. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ იქნა ყველა ის მოქმედება, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვას, კერძოდ, 2013 წლის 18 თებერვალს, 2016 წლის 5 აპრილს, 2016 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი, ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით, ავრცელებდა განცხადებებს მასზედ, რომ საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლირდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებდნენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა ფინანსური პირამიდის ნიშნებსაც ატარებს. საქართველოს ეროვნული ბაკი აფრთხილებდა მოსახლეობას საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიეღოთ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის, დაბანდებამდე აუცილებლად გაეთვალისწინებინათ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი სხვა თანაბარ პირობებში გულისხმობს მაღალ რისკს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს ადმინისტრაციული ორგანოს მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2780 (ორიათასშვიდასოთხმოცი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი--------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი--------------ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2780 (ორიათასშვიდასოთხმოცი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე