გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/7167-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი
მოსარჩელე - გ-----------------–ია, ა-----------–-ა, დ-------------ა, მ------------–--ა, მ---------------------ა, ს--–-----–-------ია
წარმომადგენლები - ი-----------–ია, რ----------ია
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენლები - მ------------------ი, თ------------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ასმათი ბულიას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის დ-------------ას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ასმათი შეროზიას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის მ-----------–--ას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის მ--------------------ას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის გ-----------------–იას ვალუტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არ ცნეს სარჩელი. მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არ წარმოუდგენია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 31 აგვისტოს №573 განკარგულებით, დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს შეემოწმებინათ აღნიშნული განკარგულების დანართში მითითებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 31 აგვისტოს №573 განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 250);
4.2. 2018 წლის 19 სექტემბერს შედგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტები. შემოწმების აქტების მიხედვით ი/მ მ-----------–--ას, ი/მ ს--–-----–-------იას, ი/მ მ--------------------ას, ი/მ დ------------ას სავალუტო ჯიხურებში ვერ მოიძებნა 30 დღიანი უწყვეტი ჩანაწერი; ასევე ი/მ გ-----------------–იასა და ი/მ ა----------–-ას სავალუტო ჯიხურებში გარდა ხსენებული დარღვევისა, გარე პერიმეტრზე მითითებული არ იყო გაყიდვის/ყიდვის კურსი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შემოწმების აქტები, ადგილზე გადაღებული შემოწმების მასალა (ტ. 1, ს.ფ. 263-325).
4.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის გ-----------------–იას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 251-252);
4.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის ა-----------–-ას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 253-254);
4.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის დ------------ას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 255-256);
4.6. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის მ-----------–--ას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 257-258);
4.7. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის მ--------------------ას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 259-260);
4.8. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმის ს--–-----–-------იას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა 2000 ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის №--- განკარგულება (ტ. 1, ს.ფ. 261-262);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
დადგენილია, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს შედგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტები. შემოწმების აქტების მიხედვით ი/მ მ-----------–--ას, ი/მ ს--–-----–-------იას, ი/მ მ--------------------ას, ი/მ დ------------ას სავალუტო ჯიხურებში ვერ მოიძებნა 30 დღიანი უწყვეტი ჩანაწერი; ასევე ი/მ გ-----------------–იასა და ი/მ ა----------–-ას სავალუტო ჯიხურებში გარდა ხსენებული დარღვევისა, გარე პერიმეტრზე მითითებული არ იყო გაყიდვის/ყიდვის კურსი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ექვსივე სავალუტო ჯიხურს აქვს ერთი სამეთველყურეო სისტემა, რომელიც შემოწმების ფარგლებში დათვალიერებული იქნა თავად ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მონაწილეობით. ამასთან, საქმეში დაცული კომიპიუტერული მონაცემის ფოტო/ვიდეო ვერსიით დგინდება, რომ შემოწმების მომენტში მოსარჩელეთა კუთვნილი სავალუტო ჯიხურებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო სისტემის კომპიუტერულ სისტემაში დაცული არ იყო 30 დღიანი უწყვეტი ვიდეო ჩანაწერი.
ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მანვე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებულ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი (ძალადაკარგულია 2019 წლის 1 იანვრიდან, 28.02.2018წ. №37/04 ბრძანებით) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში , თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი“ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდიანრე, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გარეპერიმეტრზე არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერის არარსებობა ვერ იქნება გამართლებული კომპიუტერული სისტემის რაიმე სახის გაუმართაობით, ან სათანადო აღჭურვილობის არქონით, ვინაიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში ჰქონდეს ნორმატიული აქტის შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გამართულ მდგომარეობაში, მათ შორის სათანადო ჩანაწერის დაცვის უზრუნველყოფით.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს სადავო განკარგულბებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ-----------------–იას, ა-----------–-ას, დ-------------ას, მ------------–--ას, მ---------------------ას, ს--–-----–-------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
3. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე