ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები;
ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;
გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი;
დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;
ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;
ვ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
ზ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188);
ზ1) განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები;
თ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება;
თ1) დანიშნოს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, და განსაზღვროს ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
ი) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის ორგანული კანონი №1810 – ვებგვერდი, 23.09.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.09.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 09.09.2022 ორგანული კანონი №1810
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
წინა რედაქცია (12.10.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები; ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი; გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი; დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები; ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი; ვ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; ზ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188); ზ1) განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები; თ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება; თ1) დანიშნოს ეროვნულ ბანკთან არსებული საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების სფეროში დავების განმხილველი კომისიის წევრები, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე, და განსაზღვროს ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; ი) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.