2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №4 |
|
2024 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი |
2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და 35-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1
2024 წლის 14 აგვისტოდან, მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით – „2024“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებითა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერის – „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ მითითების გარეშე.
მუხლი 2
საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცეს წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების პარალელურად და ამ ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 აგვისტოდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2024.
- როდის იქნა მიღებული „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ მიღებულია 13.08.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.11.004.016094.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“, №4, 13.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 220010000.11.004.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6247158/