,,2008 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.012.740
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №1
2009 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
2008 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე, 35-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. 2009 წლის 5 თებერვლიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2008 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2004 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით. მიმოქცევაში გაშვებულ ახალ ბანკნოტებზე შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, ხოლო ხელმოწერების ზემოთ მითითებული წარწერების: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ და „ფინანსთა მინისტრი“ ნაცვლად, დატანილია წარწერები: „ეროვნული ბანკი“ და „ფინანსთა სამინისტრო“.
მუხლი 2. 2008 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 5 თებერვლიდან.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დ. ამაღლობელი