2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110601006, 03/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2011 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი  1.         2011 წლის6 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2011“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერების შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

მუხლი  2.         2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

მუხლი  3.         საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.

მუხლი  4.         ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 6 ივნისიდან.

ბანკის საბჭოს თავმჯდომარე            გ. ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2011.
როდის იქნა მიღებული „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
„2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ მიღებულია 31.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.11.004.016004.
რამდენი მუხლისგან შედგება „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2011 წლის გამოშვების 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“, №3, 31.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1348576/