2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.010.485
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №21
2007 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1. 2007 წლის 25 ივნისიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2002 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების იდენტური აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით. ახალი ემისიის ბანკნოტებზე შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები.
მუხლი 2. 2007 წლის გამოშვების 1 ლარისა და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ნომინალის ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.
მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 25 ივნისიდან.
რ. გოცირიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ მიღებულია 21.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.040.11.004.010.485.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2007 წლის გამოშვების 1 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“, №21, 21.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.010.485 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71308/