2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №9
2011 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1.გადახდის კანონიერი საშუალებ ის სახით მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები2008 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2011“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ხელმოწერებით.
მუხლი 2.2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3.საქართველოს ტერიტორიაზე 2011 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4.ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე გ.ქადაგიძე