2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.004.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს:

მუხლი 1
2013 წლის 27 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება 2011 წლის გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2013“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით.
მუხლი 2
2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2013 წლის გამოშვების 5 ლარის და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 27 დეკემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე