2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
220090000.11.004.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

 


მუხლი 1
2020 წლის 14 დეკემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით.

 

მუხლი 2
2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 14 დეკემბრიდან.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2020.
როდის იქნა მიღებული „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
„2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“ მიღებულია 04.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.11.004.016067.
რამდენი მუხლისგან შედგება „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „2020 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“, №2, 04.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5044074/