მუხლი 14. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შემდგომი სამსახური
თავი II — ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა
1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოებ
მთავარი მონაცემები
ვადა6 თვის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (24.09.2009).
…მოსაზრება იმასთან მიმართებაში, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისთანავე კარგავს უფლებამოსილებას და ავტომატურად თავისუფლდება თანამდებობიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი, სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, მუხლი 14, №1676, 24.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101044/muxli-14/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია