განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310016001392374 (3ბ/987-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - შპს „მ---------–--“, ო-–--------–-–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მ-------------------
მესამე პირი - სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
წარმომადგენელი - მ--–---------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ---------–--ს“ და ო-–--------–-–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 აპრილის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 13 აპრილამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთს ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მოთხოვნების შესრულება. 2) შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 აპრილიდან 2016 წლის 28 აპრილამდე.
2.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 აპრილის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 13 აპრილამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთს ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „გ“, „გ1“, „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება.
2.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-92, მე-12, მე-16 და მე-17 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპ „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; 2) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 169 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 169 000 (ას სამოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
2.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-4 მუხლის მეორე, მე-10, მე-11 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე- 6 მუხლის პირველი, მე-6, მე-61, მე-19 და მე-20 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 442 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 66 300 (სამოცდაექვსი ათას სამასი) ლარის ოდენობით. 2) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განკარგულების თანახმად, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 68 300 (სამოცდარვა ათას სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე- 4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დირექტორს ო-–--------–-–ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და განკარგულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი“.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------, 2016 წლის 13 მაისის N------ და 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. მითითებული ორგანული კანონის 471 მუხლის თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. იმავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. იმავე ნორმატიული აქტის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით. მეორე პუნქტის მიხედვით, სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილი იყო ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ა1“ პუნქტების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები არიან მონიტორინგის განმახორციელებელი პირები. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №3/6/668 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის 28-ე პუნქტის თანახმად, შეჩერებული იყო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ (№4188-Iს, 03/09/2015, ვებგვერდი, 10/09/2015) მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ხსენებული ცვლილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხებში. სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, სააგენტოს უფროსის დამტკიცებამდე და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა, სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იყო სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ მოქმედება, საკითხის განხილვის დროისათვის სააგენტოს ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული ბანკი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პერიოდში, აქტების სუბიექტთა საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკი.
2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“, „ა1“ პუნქტების თანახმად, კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან. ამავე კანონის მეორე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;„ნ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; „ფ“ პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არის პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას. მითითებული კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვალდებულება - საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება. მე-5 პუნქტით კი დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა). დადგენილია, რომ შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ვალდებულებები. ასევე დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა მითითებული ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობა შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და დირექტორის მიერ.
2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან მიმართებაში ამავე დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი). ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები). მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას. მე-10 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. მე-13 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიმართებაში მსგავს დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
2.10. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-131 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. მითითებული მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. ამ პუნქტის ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტიც. ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.
2.11. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის, 2012 წლის 1 აპრილამდე, უნდა უზრუნველყოფილიყო: ა) „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავება; ბ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. ბრძანების მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებდნენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყოთ ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. მე-8 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მე-92 პუნქტის თანახმად კი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მითითებული მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად); ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული სახელწოდება; გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში).
2.12. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემის ფაქტობრივ საფუძველზე - საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების 2016 წლის 10 მაისის მოხსენებით ბარათზე, რომელშიც ასახულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შედეგები. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს „მ---------–--ს“ მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები არის ზოგადი ხასიათის, ძირითადად იმეორებს არსებული კანონმდებლობის ჩანაწერებს, ვერ უზრუნველყოფს ML/FT რისკის მინიმიზებისა და მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართვას და საჭიროებს პროცედურების შემუშავებასა და დახვეწას, მათ შორის: იდენტიფიკაციისა (მათ შორის - ბენეფიციარი და მესაკუთრე პირების) და ვერიფიკაციის წესებს; პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების წესებს; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესებს და პირობებს; კლიენტებისთვის რისკის დონის განსაზღვრის კრიტერიუმებს და რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების (მათ შორის - გაძლიერებული და გამარტივებული) წესებს; საეჭვო, უჩვეულო, დანაწევრებული გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესებს; თანამშრომელთა შერჩევის წესებს; სტრუქტურული ერთეულის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი) ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს; გარიგების აღსრულების შეჩერების წესებს; მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს, აღრიცხვას, სისტემატიზაციას, შენახვის პროცედურებს და სხვა. მოხსენებით ბარათში სპეციალისტებმა განმარტეს, რომ შემოწმების შედეგების შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებულ პროგრამაში არ ხდება ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიების დროული განახლება, პროგრამას ასევე არა აქვს პოლიტიკურად აქტიური პირების იდენტიფიცირების და ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების გამოვლენის შესაძლებლობა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ 845 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელებულ იქნა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო 845 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელდა მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესის დარღვევით. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია ის გარემოება, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ მთელ რიგ შემთხვევებში დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციები აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისათვის (3000 ლარი) დადგენილ ზღვარს, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხსენებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ხორციელდება შეგნებულად, რათა არ მოხდეს გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტებმა მიუთითეს, რომ ორგანიზაციებში არ არსებობს შიდა კონტროლის სისტემა, შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი ML/FT რისკების გამოვლენისა და მართვის პროცესი, ირღვევა საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, არსებობს სერიოზული სისუსტეები და ნაკლოვანებები, რაც თავის მხრივ ორგანიზაციას ხდის მოწყვლადს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისათვის. ამასთან, სპეციალისტთა განმარტებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ასევე შემოწმებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არ ხდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ქვითრის დადასტურება კლიენტის ხელმოწერით. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი, შპს „მ---------–--ს“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 3 თებერვლის N4 გადაწყვეტილებით დამტკიცებული შპს „მ---------–--ს“ ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციით და მისი შემდგომი წესების (დანართები N1-N7) შინაარსიდან გამომდინარე, ვერ დგინდება, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება და მარეგულირებელი ნორმების შემუშავება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სწორედ აღნიშნულ მიზნებთან არის დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (მათ შორის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების) საქმიანობა. ამასთან, კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა აუცილებელი შესრულებითაც არის შესაძლებელი მითითებული მიზნის მიღწევა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მიზნის მიღწევის უპირველესი საშუალება იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულების ვალდებულებაა, რაც არ მოიცავს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მარტივი პროცედურის განხორციელებას - ფიზიკური პირების შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი ასლების გადაღებას და შენახვას, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერების ასლების გადაღებას და შენახვას (როგორც ამას მიუთითებს მოსარჩელე). ზემოაღნიშნული კანონიდან და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან გამომდინარეობს, რომ პირის იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულება ასევე გულისხმობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებას - მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის ვალდებულებას (რაც თავის მხრივ, მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას); ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებას - ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. როგორც აღინიშნა, ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ დაცული არ ყოფილა კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა. საქმეზე წარმოდგენილი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ ხშირ შემთხვევებში დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობის თანხა აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისათვის დადგენილ ზღვარს - 3000 ლარს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის თითოეული ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო დროის განსაზღვრის თაობაზე საკანონმდებლო ჩანაწერის არარსებობის პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნას მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან სავალდებულო იდენტიფიკაციის პროცედურისათვის თავის არიდების მიზნის დადგენა, გარიგების (ოპერაციის) თანხის ხელოვნურად დანაწევრების გზით, სპეციალური საკანონმდებლო ჩანაწერის გარეშეც სრულად არის შესაძლებელი, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად. კერძოდ, უდავოა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ცალკეული ოპერაციის განხორციელებისათვის (რაც, თავის მხრივ, შეიძლება მოიცავდეს ვალუტის გადაცვლის მსურველი პირის მიერ ოპერატორისათვის თანხის გადაცემას, ოპერატორის მიერ თანხის დათვლას, სიყალბეზე შემოწმებას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმებას, პროგრამაში შეყვანას, თანხის გადაცემას, ქვითრის გამოწერას და ა.შ.) შემდეგ ოპერაციაზე გადასვლამდე გონივრულად ვერ ჩაითვლება 1 წუთი ან 1 წუთზე ნაკლები დრო (როგორც ეს ასახულია საქმეზე წარმოდგენილი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში).
2.13. საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სანქცირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა 845 შემთხვევაში ოპერაციების განხორციელება მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესის დარღვევით. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება - კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გარიგების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი. მე-5 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლზე, რომელიც შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. მეორე პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა- გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით. საქმის მასალებით (მათ შორის - ინფორმაციის აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიც მოპოვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად), ასევე მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან, მითითებულ შემთხვევებში ოპერაციების განხორციელებისას, დარღვეული იყო მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესი. საწინააღმდეგო გარემოების არსებობაზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლი შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობას. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან მიმართებაში სახეზე იყო ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა, შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ სადავო განკარგულების გამოცემისა და შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტის დაჯარიმების საფუძველი.
2.14. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და განკარგულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი“. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომების გასწორების შესაძლებლობას შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემამდე ჩატარებული შემოწმების შედეგად, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში გამოვლინდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის დამადასტურებელი არა 169 (როგორც ეს მითითებულია 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების მეორე პუნქტში), არამედ 845 ფაქტი. შესაბამისად, 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების მეორე პუნქტით შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის დაკისრების პირობებში, ჯარიმის საერთო თანხის 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფაქტების მითითებული რაოდენობით გამოვლენის შემთხვევაში. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულების გამოცემით გაესწორებინა ტექნიკური შეცდომა მის მიერვე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში.
2.15. საქალაქო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულება შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დირექტორისათვის ჯარიმების დაკისრებას, შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დარღვევებისათვის. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“ „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას. მე-102 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იმავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. მე-15 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. იმავე კანონის მე-8 მუხლი ეხება მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება. მე-4 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული. მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია: ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით; ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.
2.16. საქალაქო სასამართლოს მითითებით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცდა დებულება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“. ბრძანების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ 2012 წლის 1 აპრილამდე უნდა მომხდარიყო „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავების უზრუნველყოფა. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენიდან ორი თვის ვადაში უნდა მოეხდინათ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვისა და ამოქმედების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით შესრულებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაცია (გარიგება), ანდა ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, დებულების მეორე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საეჭვო გარიგება არის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან. მითითებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ - ამ პირის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ი) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; კ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. იმავე დებულების მე-6 მუხლით დადგენილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება (ოპერაცია სრულდება) იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაციებისას (გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილებისას), რომლის თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობების შესწავლა. მე-61 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იმავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა - პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს. მე-16 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) მოქალაქეობა; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილი; ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე - გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. მითითებული მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ოპერაცია (გარიგება) კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. მე-20 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა აღნიშნული დებულების მე-8 მუხლზე, რომელიც შეეხება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის (გარიგების) შესახებ. მეორე პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი; ბ) ოპერაციის განხორციელების (გარიგების დადების) თარიღი და ადგილი, აგრეთვე ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც უნდა შესრულდეს ოპერაცია (გარიგება); გ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; დ) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმეტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება ოპერაცია (გარიგება); ე) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც მესამე პირის დავალებით ასრულებს ოპერაციას (გარიგებას). მე-3 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
2.17. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების 2016 წლის 10 მაისის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახულია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების შედეგები. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები არის ზოგადი ხასიათის, ძირითადად იმეორებს არსებული კანონმდებლობის ჩანაწერებს, საჭიროებს პროცედურების შემუშავებას და დახვეწას, რაც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს: კლიენტის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს; პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების წესებს; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესებს და პირობებს; კლიენტებისთვის რისკის დონის განსაზღვრის კრიტერიუმებს და რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების (მათ შორის - გაძლიერებული და გამარტივებული) წესებს; საეჭვო და დანაწევრებული გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს; გარიგების აღსრულების შეჩერების წესებს; თანამშრომელთა შერჩევის წესებს; მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს, აღრიცხვას, სისტემატიზაციას, შენახვის პროცედურებს და სხვა. სპეციალისტთა განმარტებით, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირი ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად აქტიური პირების, სანქცირებული და ტერორიზმში მხილებული პირების ავტომატურ იდენტიფიცირებას, ამასთან, დებულების მოთხოვნების მიუხედავად, მის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ მიერ 442 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელებულ იქნა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევით. ასევე, ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. ამასთან, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის მიერ არ არის შემუშავებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა კონტროლის განხორციელების წესები და პროცედურები. მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში ყურადღება გამახვილდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შპს „მ---------–--ს“ მიერ აშშ-დან და კანადიდან (MoneyGram და Western Union სისტემებით) განხორციელებული ისეთი ტიპის ჩარიცხვის ოპერაციებზე, რომელთა სისტემატიურობიდან (განხორციელებულ იქნა 1300-მდე ოპერაცია, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ოდენობით) და შინაარსიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ მათში მონაწილე სხვადასხვა პირები წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს, ამასთან, ოპერაციების მსგავსი სახით განხორციელების საფუძველი გაურკვეველია, რაც შეიძლება ჩაითვალოს ხსენებული ტრანზაქციების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლად. ასევე აღნიშნულია, რომ მსგავს გარიგებებში მონაწილე (გამომგზავნი) პირების გარკვეული ნაწილი იძებნებოდა საერთაშორისო „შავ სიებში“, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არ ფლობს ამ პირების უნიკალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დარწმუნებით რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებებიდან, საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტების მიერ გამოვლენილი დარღვევების წარმოშობისა და პირის სანქცირების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, სათანადო მონაცემთა ელექტრონული ბაზის, სპეციფიკურ გარიგებათა (ოპერაციათა) გამოვლენის მიზნით, შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვისა და ამოქმედების შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ამგვარი წინაპირობების არარსებობისას, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის მიერ ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაცვითაც. საწინააღმდეგო ვითარების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი იმპერატიულად ადგენს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ვალდებულებას შეიმუშაონ შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. იმავდროულად, დადგენილია, რომ შიდა ინსტრუქციით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები უნდა განისაზღვროს ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით ვერ დადასტურდა, რომ შპს „მ---------–--ს“ დირექტორის მიერ უზრუნველყოფილ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის მიღება, აღნიშნული კი, თავის მხრივ, მთელი რიგი დარღვევების წარმოშობისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით უფლებამოსილი იყო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ერთად, მოეხდინა შპს „მ---------–--ს“ დირექტორის სანქცირებაც. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-4 მუხლი შეეხება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ან მისი დირექტორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის მიღებას და/ან ორგანიზაციის მიერ აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის დაცვას დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და შპს „მ---------–--ს“ დირექტორთან მიმართებაში, სახეზე იყო ამ წესის მე-4 მუხლის მეორე, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა, შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ სადავო განკარგულების გამოცემისა და განკარგულებაში მითითებულ პირთა დაჯარიმების საფუძველი.
3. შპს ,,მ---------–--ს’’ და ო-–--------–-–-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის №3/4299-16 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი და ძალაში დატოვა სადავო აქტები.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და ამავდროულად პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს და ზღუდავს აპელანტის კანონიერ უფლებასა და ინტერესებს.
3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-6 მუხლი, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---------–--’’ უნდა განთავისუფლებულიყო დაკისრებული ჯარიმისგან, რამეთუ აღნიშნული გამოიწვევს მის გაკოტრებას. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს „ოპერაციის შესრულების მიზანი ან/და საფუძველი“. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონიდან და მხოლოდ ზემოაღნიშნული დებულებით არის განსაზღვრული. გაურკვეველია და წარმოუდგენელია, თუ როგორ უნდა დაადგინოს ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა რა მიზანი და საფუძველი ამოძრავებს კლიენტს და იქნება თუ არა ის სრულყოფილი ინფორმაცია. მოცემული ჩანაწერის მიხედვით, მათმა თანამშრომელმა ყველა კლიენტს წერილობით უნდა მოსთხოვოს (რათა შემდეგ შენახულ იქნეს) აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, რასაც კანონი არ ითვალისწინებს და ბრძანებაში დადგენილი მოთხოვნა უკანონოა და მეტიც, არაკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, მისი შეზღუდვის საფუძვლად ასახელებს „კანონით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც დემოკრატიული საზოგადოებისათვის იქნება აუცილებელი“, მაშინ როდესაც არცერთი კანონი, მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ამ საფუძვლით არ უნდა დაკისრებოდა არანაირი ჯარიმა. ამასთანავე, „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №8 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიცირება, თუ საოპერაციო თანხა აღემატება 1500 ლარს ან თუ ეს ოპერაცია არის საეჭვო გარიგება. აღნიშნულ შემთხვევაში მოხდა კლიენტის იდენტიფიცირება და შენახული აქვთ პირადობის მოწმობის ქსეროასლები. სხვა შემთხვევებში არ შეუტანიათ ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და შესაბამისობაში და არ ჰქონია ადგილი საეჭვო გარიგებას.
3.4. აპელანტის განმარტებით, ჯარიმის საფუძვლად ასევე მითითებულია იმავე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახით და რა მიზნით სურს მას ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობის შესწავლა. აპელანტს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტის ეს დანაწესი არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს და მის საფუძველზე გამოწერილი ყველა ჯარიმა უკანონოა. აპელანტის განმარტებით, იმავე მიზანს ემსახურება და შესაბამისად, უკანონოა ზემოთხსენებული პუნქტის მიხედვით ჯარიმის დაკისრების კიდევ ერთი საფუძველი, კერძოდ მე-6 მუხლის მე-6 პრიმა პუნქტი, რომლის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჯარიმის საფუძვლად მითითებულია ასევე იმავე მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები, რომელთა თანახმადაც: ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ)არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ოპერაცია (გარიგება) კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას და რისკის ჯგუფს და საჭიროების შემთხვევაში ქონების (მათ შორის ფულადი სახსრების) წარმომავლობას. ასევე, ფულადი გზავილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების მე-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპის, მისი ადგილმდებარეობის, საქმიანი სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებიოთ. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიმეტიუმები და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
3.5. აპელანტის განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიმართ გაწერილია ისეთი ვალდებულებები, რომელსაც არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ და დაცულ უფლებებში ჩარევისაკენ. აპელანტის მითითებით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არ არის საგამოძიებო ორგანო და მას მის მიერ წარმოებული მონიტორინგით არ ძალუძს დააფიქსიროს და შეაფასოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, აღნიშნული არის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება და შესაძლებლობა. შპს ,,მ---------–--’’ კი ახდენდა მისი კლიენტების იდენტიფიკაციას, გააჩნია თითოეული კლიენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ხოლო აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის რეესტრების შექმნა აღემატება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შესაძლებლობებს, მითუმეტეს რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მოითხოვს სხვის პირად სივრცეში შეჭრას, მაგალითისთვის საკმარისია მე-19 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტიც კი, რომელიც მოსარჩელისგან მოითხოვს დაადგინოს კლიენტის ქონების წარმომავლობის გზები. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, აპელანტს მიაჩნია, რომ 5----- განკარგულების პირველი პუნქტი არის უკანონო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთეთბელია და უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 აპრილის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N26/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 13 აპრილამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთს ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მოთხოვნების შესრულება. 2) შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 აპრილიდან 2016 წლის 28 აპრილამდე.
4.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 19 აპრილის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 13 აპრილამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთს ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „გ“, „გ1“, „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება.
4.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-92, მე-12, მე-16 და მე-17 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპ „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; 2) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 169 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 169 000 (ას სამოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით.
4.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-4 მუხლის მეორე, მე-10, მე-11 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე: 1) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე- 6 მუხლის პირველი, მე-6, მე-61, მე-19 და მე-20 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 442 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 66 300 (სამოცდაექვსი ათას სამასი) ლარის ოდენობით. 2) შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-8 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. იმავე განკარგულების თანახმად, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 68 300 (სამოცდარვა ათას სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე- 4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დირექტორს ო-–--------–-–ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
4.6. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და განკარგულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი“
სამართლებრივი დასაბუთება
4.7. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.8. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.10. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. მითითებული ორგანული კანონის 471 მუხლის თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. იმავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები. იმავე ნორმატიული აქტის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით. მეორე პუნქტის მიხედვით, სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ა1“ პუნქტების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები არიან მონიტორინგის განმახორციელებელი პირები. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის №3/6/668 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის 28-ე პუნქტის თანახმად, შეჩერებული იყო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ (№4188-Iს, 03/09/2015, ვებგვერდი, 10/09/2015) მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ხსენებული ცვლილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის საკითხებში. სააგენტოს საბჭოს შექმნამდე, სააგენტოს უფროსის დამტკიცებამდე და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფორმირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა, სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იყო სიტყვების: „...მაგრამ არაუგვიანეს სააგენტოს დებულების დამტკიცებიდან 1 თვისა...“ მოქმედება, საკითხის განხილვის დროისათვის სააგენტოს ფუნქციებს ასრულებდა საქართველოს ეროვნული ბანკი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის პერიოდში, აქტების სუბიექტთა საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკი.
4.11. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“, „ა1“ პუნქტების თანახმად, კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან. ამავე კანონის მეორე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; „ნ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს; „ფ“ პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არის პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას. მითითებული კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვალდებულება - საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება. მე-5 პუნქტით კი დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა). დადგენილია, რომ შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ვალდებულებები. ასევე დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძველი გახდა მითითებული ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობა შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და დირექტორის მიერ.
4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, შემდეგ შემთხვევებში: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან მიმართებაში ამავე დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი). ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები). მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას. მე-10 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე. მე-13 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიმართებაში მსგავს დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი, რომლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 51 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.
4.13. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-131 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას. მითითებული მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. ამ პუნქტის ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტიც. ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს რისკებს, დაკავშირებულს ისეთი ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობს ანონიმურობას მომსახურებისას, და ყველა ზომა უნდა მიიღოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის მათი გამოყენების აღსაკვეთად. მონიტორინგის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების ისეთი პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პირის დისტანციურ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას. ამ პუნქტში მითითებული პოლიტიკა და პროცედურები გამოყენებული უნდა იქნეს საქმიანი ურთიერთობის დამყარებისა და მისი მუდმივი მონიტორინგის დროს.
4.14. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ, რომლებიც ფუნქციონირებენ ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის, 2012 წლის 1 აპრილამდე, უნდა უზრუნველყოფილიყო: ა) „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავება; ბ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. ბრძანების მე-3 პუნქტით კი დადგინდა, რომ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებდნენ ფუნქციონირებას ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყოთ ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. მე-8 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არა აქვს უფლება გაუწიოს მომსახურება კლიენტს, თუ წინასწარ არ მოახდენს მის იდენტიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მე-92 პუნქტის თანახმად კი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. მითითებული მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის სტანდარტული პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) სახელი და გვარი; ა.ბ) მოქალაქეობა; ა.გ) დაბადების თარიღი; ა.დ) საცხოვრებელი ადგილი; ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – შესაბამისი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სრული სახელწოდება; ბ.ბ) საქმიანობის საგანი; ბ.გ) იურიდიული მისამართი (ფილიალის ან წარმომადგენლობის შემთხვევაში, როგორც მისი მისამართი, ასევე სათავო დაწესებულების მისამართი); ბ.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; ბ.ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად); ბ.ზ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში); გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს: გ.ა) სრული სახელწოდება; გ.ბ) იურიდიული მისამართი; გ.გ) სამართლებრივი აქტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შექმნილია (ან რომლის საფუძველზეც მოქმედებს) ეს ორგანიზაციული წარმონაქმნი; გ.დ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; გ.ე) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად); გ.ვ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც წარმოადგენს ასეთ ორგანიზაციულ წარმონაქმნს მონიტორინგს დაქვემდებარებულ კონკრეტულ ოპერაციაში (გარიგებაში).
4.15. საქალაქო სასამართლომ სწორად მიაქცია ყურადღება სადავო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემის ფაქტობრივ საფუძველზე - საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების 2016 წლის 10 მაისის მოხსენებით ბარათზე, რომელშიც ასახულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შედეგები. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს „მ---------–--ს“ მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები არის ზოგადი ხასიათის, ძირითადად იმეორებს არსებული კანონმდებლობის ჩანაწერებს, ვერ უზრუნველყოფს ML/FT რისკის მინიმიზებისა და მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართვას და საჭიროებს პროცედურების შემუშავებასა და დახვეწას, მათ შორის: იდენტიფიკაციისა (მათ შორის - ბენეფიციარი და მესაკუთრე პირების) და ვერიფიკაციის წესებს; პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების წესებს; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესებს და პირობებს; კლიენტებისთვის რისკის დონის განსაზღვრის კრიტერიუმებს და რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების (მათ შორის - გაძლიერებული და გამარტივებული) წესებს; საეჭვო, უჩვეულო, დანაწევრებული გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს; მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესებს; თანამშრომელთა შერჩევის წესებს; სტრუქტურული ერთეულის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი) ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს; გარიგების აღსრულების შეჩერების წესებს; მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს, აღრიცხვას, სისტემატიზაციას, შენახვის პროცედურებს და სხვა. მოხსენებით ბარათში სპეციალისტებმა განმარტეს, რომ შემოწმების შედეგების შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებულ პროგრამაში არ ხდება ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიების დროული განახლება, პროგრამას ასევე არა აქვს პოლიტიკურად აქტიური პირების იდენტიფიცირების და ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების გამოვლენის შესაძლებლობა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ 845 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელებულ იქნა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო 845 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელდა მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესის დარღვევით. მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია ის გარემოება, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ მთელ რიგ შემთხვევებში დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციები აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისათვის (3000 ლარი) დადგენილ ზღვარს, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხსენებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ხორციელდება შეგნებულად, რათა არ მოხდეს გარიგებაში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტებმა მიუთითეს, რომ ორგანიზაციებში არ არსებობს შიდა კონტროლის სისტემა, შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი ML/FT რისკების გამოვლენისა და მართვის პროცესი, ირღვევა საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნები, არსებობს სერიოზული სისუსტეები და ნაკლოვანებები, რაც თავის მხრივ ორგანიზაციას ხდის მოწყვლადს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების და ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისათვის. ამასთან, სპეციალისტთა განმარტებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ასევე შემოწმებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არ ხდება ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის ქვითრის დადასტურება კლიენტის ხელმოწერით. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი, შპს „მ---------–--ს“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 3 თებერვლის N4 გადაწყვეტილებით დამტკიცებული შპს „მ---------–--ს“ ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციით და მისი შემდგომი წესების (დანართები N1-N7) შინაარსიდან გამომდინარე, ვერ დგინდება, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულება და მარეგულირებელი ნორმების შემუშავება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ, ვინაიდან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სწორედ აღნიშნულ მიზნებთან არის დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (მათ შორის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების) საქმიანობა. ამასთან, კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა აუცილებელი შესრულებითაც არის შესაძლებელი მითითებული მიზნის მიღწევა. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მითითებული მიზნის მიღწევის უპირველესი საშუალება იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულების ვალდებულებაა, რაც არ მოიცავს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მარტივი პროცედურის განხორციელებას - ფიზიკური პირების შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი ასლების გადაღებას და შენახვას, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერების ასლების გადაღებას და შენახვას (როგორც ამას მიუთითებს მოსარჩელე). ზემოაღნიშნული კანონიდან და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან გამომდინარეობს, რომ პირის იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულება ასევე გულისხმობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებას - მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის ვალდებულებას (რაც თავის მხრივ, მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას); ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებას - ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. როგორც აღინიშნა, ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ დაცული არ ყოფილა კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა. საქმეზე წარმოდგენილი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მ---------–--ს“ მიერ ხშირ შემთხვევებში დროის მცირე პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობის თანხა აღემატება სავალდებულო იდენტიფიკაციისათვის დადგენილ ზღვარს - 3000 ლარს. სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის თითოეული ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო დროის განსაზღვრის თაობაზე საკანონმდებლო ჩანაწერის არარსებობის პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივ მდგომარეობაზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნას მნიშვნელობა არ უნდა მინიჭებოდა. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან სავალდებულო იდენტიფიკაციის პროცედურისათვის თავის არიდების მიზნის დადგენა, გარიგების (ოპერაციის) თანხის ხელოვნურად დანაწევრების გზით, სპეციალური საკანონმდებლო ჩანაწერის გარეშეც სრულად არის შესაძლებელი, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად. კერძოდ, უდავოა, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ცალკეული ოპერაციის განხორციელებისათვის (რაც, თავის მხრივ, შეიძლება მოიცავდეს ვალუტის გადაცვლის მსურველი პირის მიერ ოპერატორისათვის თანხის გადაცემას, ოპერატორის მიერ თანხის დათვლას, სიყალბეზე შემოწმებას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმებას, პროგრამაში შეყვანას, თანხის გადაცემას, ქვითრის გამოწერას და ა.შ.) შემდეგ ოპერაციაზე გადასვლამდე გონივრულად ვერ ჩაითვლება 1 წუთი ან 1 წუთზე ნაკლები დრო (როგორც ეს ასახულია საქმეზე წარმოდგენილი იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაში).
4.16. საქმის მასალების თანახმად, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სანქცირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა 845 შემთხვევაში ოპერაციების განხორციელება მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესის დარღვევით. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება - კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) შესახებ ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტები), აგრეთვე კლიენტის ანგარიშის შესახებ დოკუმენტაცია, საქმიანი კორესპონდენცია და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები (მათ შორის, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესით მოწოდებული) მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეინახოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს, და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოებს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია გარიგების (როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გარიგების) შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (დოკუმენტების) გარდა, შეინახოს გარიგების დადების ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ან სხვა კომპეტენტური ორგანო უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დადგენილი. მე-5 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით შექმნან მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა). საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლზე, რომელიც შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ. მეორე პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი; ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით); გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით. საქმის მასალებით (მათ შორის - ინფორმაციის აღრიცხვასთან და შენახვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიც მოპოვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად), ასევე მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან, მითითებულ შემთხვევებში ოპერაციების განხორციელებისას, დარღვეული იყო მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესი. საწინააღმდეგო გარემოების არსებობაზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლი შეეხება ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობას. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან მიმართებაში სახეზე იყო ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა, შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ სადავო განკარგულების გამოცემისა და შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტის დაჯარიმების საფუძველი.
4.17. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში გასწორდა ტექნიკური შეცდომა და განკარგულების მეორე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შპს „მ---------–--ს“ (რეგისტრაციის N0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის 845 ფაქტის გამო, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარი“. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომების გასწორების შესაძლებლობას შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემამდე ჩატარებული შემოწმების შედეგად, შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში გამოვლინდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 მუხლებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის დამადასტურებელი არა 169 (როგორც ეს მითითებულია 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების მეორე პუნქტში), არამედ 845 ფაქტი. შესაბამისად, 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების მეორე პუნქტით შპს „მ---------–--ს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის, დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის დაკისრების პირობებში, ჯარიმის საერთო თანხის 84 500 (ოთხმოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფაქტების მითითებული რაოდენობით გამოვლენის შემთხვევაში. ამრიგად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო 2016 წლის 25 მაისის N------ განკარგულების გამოცემით გაესწორებინა ტექნიკური შეცდომა მის მიერვე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებაში.
4.18. გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულება შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ საფუძველზე, შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დირექტორისათვის ჯარიმების დაკისრებას, შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დარღვევებისათვის. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“ „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე შემდეგ შემთხვევებში: გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას. მე-102 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იმავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. მე-15 პუნქტის თანახმად კი, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. იმავე კანონის მე-8 მუხლი ეხება მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები ვალდებულნი არიან მოახდინონ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია ანუ შეიმუშაონ მონაცემთა აღრიცხვის სისტემა და უზრუნველყონ მისი წარმოება. მე-4 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და შიდა კონტროლის განხორციელებისათვის მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელი ვალდებულია ამისათვის სპეციალურად განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული. მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული ვალდებულია: ა) განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად შემუშავებული შიდა ინსტრუქციის შესრულების კონტროლი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით; ბ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელს წერილობით, შიდა ინსტრუქციით გათვალისწინებული წესითა და პერიოდულობით მიაწოდოს ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ.
4.19. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N8 ბრძანებით დამტკიცდა დებულება „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“. ბრძანების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ 2012 წლის 1 აპრილამდე უნდა მომხდარიყო „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების გათვალისწინებით, ფინანსური მონიტორინგის შიდა ინსტრუქციების შემუშავების უზრუნველყოფა. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სააღრიცხვო ფორმის წარდგენიდან ორი თვის ვადაში უნდა მოეხდინათ კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვისა და ამოქმედების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესს. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით შესრულებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაცია (გარიგება), ანდა ოპერაციის (გარიგების) დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ოპერაციის (გარიგების) ან მისი დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, დებულების მეორე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, საეჭვო გარიგება არის გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ან/და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზედაც დაიდო ან შესრულდა გარიგება, მოპოვებულია ან წარმოშობილია დანაშაულებრივი საქმიანობიდან, ან/და გარიგება დაიდო ან შესრულდა ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და რომ მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორისტული ორგანიზაციის ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან. მითითებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ - ამ პირის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ი) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; კ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. იმავე დებულების მე-6 მუხლით დადგენილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება (ოპერაცია სრულდება) იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) ფულადი სახსრების საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემებით განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერაციებისას (გადარიცხვებისა და ფულადი გზავნილებისას), რომლის თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს ოპერაცია (გარიგება) არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დაწყებამდე გამოარკვიოს, თუ რა სახის და რა მიზნით სურს მას ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ურთიერთობა, მუდმივად აწარმოოს არსებულ კლიენტებსა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობების შესწავლა. მე-61 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იმავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა - პირადობის მოწმობა ან პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს. მე-16 პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) მოქალაქეობა; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილი; ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე - გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. მითითებული მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ოპერაცია (გარიგება) კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. მე-20 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე, გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა აღნიშნული დებულების მე-8 მუხლზე, რომელიც შეეხება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის (გარიგების) შესახებ. მეორე პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი; ბ) ოპერაციის განხორციელების (გარიგების დადების) თარიღი და ადგილი, აგრეთვე ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც უნდა შესრულდეს ოპერაცია (გარიგება); გ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; დ) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმეტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება ოპერაცია (გარიგება); ე) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც მესამე პირის დავალებით ასრულებს ოპერაციას (გარიგებას). მე-3 პუნქტის თანახმად კი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
4.20. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტების 2016 წლის 10 მაისის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახულია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შემოწმების შედეგები. აღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები არის ზოგადი ხასიათის, ძირითადად იმეორებს არსებული კანონმდებლობის ჩანაწერებს, საჭიროებს პროცედურების შემუშავებას და დახვეწას, რაც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს: კლიენტის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს; პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების წესებს; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესებს და პირობებს; კლიენტებისთვის რისკის დონის განსაზღვრის კრიტერიუმებს და რისკზე დამყარებული მიდგომის გამოყენების (მათ შორის - გაძლიერებული და გამარტივებული) წესებს; საეჭვო და დანაწევრებული გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს; გარიგების აღსრულების შეჩერების წესებს; თანამშრომელთა შერჩევის წესებს; მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზს, აღრიცხვას, სისტემატიზაციას, შენახვის პროცედურებს და სხვა. სპეციალისტთა განმარტებით, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირი ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად აქტიური პირების, სანქცირებული და ტერორიზმში მხილებული პირების ავტომატურ იდენტიფიცირებას, ამასთან, დებულების მოთხოვნების მიუხედავად, მის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის - შპს „მ---------–--ს“ მიერ 442 შემთხვევაში ოპერაციები განხორციელებულ იქნა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დარღვევით. ასევე, ორგანიზაციის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. ამასთან, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის მიერ არ არის შემუშავებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა კონტროლის განხორციელების წესები და პროცედურები. მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში ყურადღება გამახვილდა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შპს „მ---------–--ს“ მიერ აშშ-დან და კანადიდან (MoneyGram და Western Union სისტემებით) განხორციელებული ისეთი ტიპის ჩარიცხვის ოპერაციებზე, რომელთა სისტემატიურობიდან (განხორციელებულ იქნა 1300-მდე ოპერაცია, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ოდენობით) და შინაარსიდან გამომდინარე, ჩნდება ვარაუდი, რომ მათში მონაწილე სხვადასხვა პირები წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს, ამასთან, ოპერაციების მსგავსი სახით განხორციელების საფუძველი გაურკვეველია, რაც შეიძლება ჩაითვალოს ხსენებული ტრანზაქციების საეჭვოდ მიჩნევის საფუძვლად. ასევე აღნიშნულია, რომ მსგავს გარიგებებში მონაწილე (გამომგზავნი) პირების გარკვეული ნაწილი იძებნებოდა საერთაშორისო „შავ სიებში“, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი არ ფლობს ამ პირების უნიკალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დარწმუნებით რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. ზემოაღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებებიდან, საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტების მიერ გამოვლენილი დარღვევების წარმოშობისა და პირის სანქცირების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, სათანადო მონაცემთა ელექტრონული ბაზის, სპეციფიკურ გარიგებათა (ოპერაციათა) გამოვლენის მიზნით, შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვისა და ამოქმედების შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ამგვარი წინაპირობების არარსებობისას, ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის მიერ ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაცვითაც. საწინააღმდეგო ვითარების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი იმპერატიულად ადგენს მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. მათ შორის, ვალდებულებას შეიმუშაონ შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. იმავდროულად, დადგენილია, რომ შიდა ინსტრუქციით მონიტორინგის განმახორციელებელი პირის შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები უნდა განისაზღვროს ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით ვერ დადასტურდა, რომ შპს „მ---------–--ს“ დირექტორის მიერ უზრუნველყოფილ იქნა კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის მიღება, აღნიშნული კი, თავის მხრივ, მთელი რიგი დარღვევების წარმოშობისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო 2016 წლის 13 მაისის N------ განკარგულებით უფლებამოსილი იყო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან ერთად, მოეხდინა შპს „მ---------–--ს“ დირექტორის სანქცირებაც. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-4 მუხლი შეეხება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-11 პუნქტის თანახმად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ან მისი დირექტორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის მიღებას და/ან ორგანიზაციის მიერ აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესის დაცვას დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შპს „მ---------–--ს“ ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და შპს „მ---------–--ს“ დირექტორთან მიმართებაში, სახეზე იყო ამ წესის მე-4 მუხლის მეორე, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა, შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 13 მაისის N------ სადავო განკარგულების გამოცემისა და განკარგულებაში მითითებულ პირთა დაჯარიმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ---------–--ს“ და ო-–--------–-–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე