მუხლი 63. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანა
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი · სზაკ 63
თავი IV — ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(78)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 78-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-134-103-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
მითითებული დადგენილების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა ხდებოდა ამ აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის დადგენილი წესით.
საქმე №ბს-924(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
…აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა ან ამ ბრძანებით დამტკიცებული მონაცემების არამართლზომიერების დადგენა. მოსარჩელეები მოითხოვენ რანჟირების დოკუმენტში ცვლილების (დამატების) შესახებ ცენტრისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას. სზაკ-ის 63-ე მუხლიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს დამოუკიდებელ აქტს, ანუ იწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება და…
საქმე №ბს-863(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.09.2025
ბრძანებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
საქმე №ბს-760(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის 127-ე მუხლის მე-2…
საქმე №ბს-740(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
აკადემიის რექტორის 2019 წლის 28 მარტის MIA 0 19 00793222 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან…
საქმე №ბს-168(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
საქმე №ბს-541(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
საქმე №ბს-1407(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქმე №ბს-951(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ბს-231(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ბს-367(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2023
საქმე №ბს-452(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
საქმე №ბს-1128(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
საქმე №ბს-691(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2022
საქმე №ბს-587(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2022
საქმე №ბს-241(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ბს-1010(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2021
საქმე №ბს-1270(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2021
საქმე №ბს-234(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2021
საქმე №ას-873-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
საქმე №ბს-728(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
გადამხდელის პოზიციას შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 264-ე მუხლი არ არეგულირებს შესამოწმებელ პერიოდს, აღნიშნული რეგულირდება სსკ-ის მე-4 მუხლით, ხოლო ბრძანებაში ცვლილების შეტანა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ შემოსავლების სამსახურის „პირის საგადასახადო ვალდებულებების…
გადამხდელის პოზიციას შესამოწმებელი პერიოდის ცვლილებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 264-ე მუხლი არ არეგულირებს შესამოწმებელ პერიოდს, აღნიშნული რეგულირდება სსკ-ის მე-4 მუხლით, ხოლო ბრძანებაში ცვლილების შეტანა რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ შემოსავლების სამსახურის „პირის საგადასახადო ვალდებულებების…
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 63-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეემცირებინა არა მხოლოდ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, არამედ ასევე იურიდიულ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, ვინაიდან საკითხები არის იდენტური (აღნიშნულს შემმოწმებელიც ადასტურებს).
…და ვალდებულებები. საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 63. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-63/