შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1052
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1052

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №207 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-3 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-9 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-15 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-16 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-17 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ზ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-18 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 25.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1052. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019223.
სად არის „შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1052, 25.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019223 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2858741/