ბრძანება N 12617
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12617
30 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.:----------------------------;
იურ. მის.:-----------------------------)
2024 წლის 20 მაისის საჩივრის (განცხადების)
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 20 მაისის №82753/21-11 საჩივარი (განცხადება), რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებით შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 21 იანვრის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია შესყიდული და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტით რეალიზებულ საქონელზე და განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები კაპიტალთან დაკავშირებით;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაიგზავნა 2024 წლის 11 მარტს, თუმცა გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია (გაეცნო 2024 წლის 2 მაისს). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 10 აპრილს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 30 აპრილს.
შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ 2024 წლის 20 მაისის №-----/21-11 განცხადება/საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, ამ მომენტისთვის დანართის სახით წარმოადგენს CD დისკზე ჩაწერილ დოკუმენტაციას (გაანგარიშებებს) და ითხოვს დამატებით დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გაგრძელებას 15 დღით, კერძოდ 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, ასევე, გაცნობიდან/გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის (ვადის) გასვლის შემდეგ წარმოადგინა განცხადება მტკიცებულებების წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებაში ცვლილების განხორციელება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „------------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი (განცხადება) არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაიგზავნა 2024 წლის 11 მარტს, თუმცა გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია (გაეცნო 2024 წლის 2 მაისს). შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2024 წლის 10 აპრილს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2024 წლის 30 აპრილს.
შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ 2024 წლის 20 მაისის განცხადება/საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, ამ მომენტისთვის დანართის სახით წარმოადგენს CD დისკზე ჩაწერილ დოკუმენტაციას (გაანგარიშებებს) და ითხოვს დამატებით დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გაგრძელებას 15 დღით, კერძოდ 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, ასევე, გაცნობიდან/გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის (ვადის) გასვლის შემდეგ წარმოადგინა განცხადება მტკიცებულებების წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია 2024 წლის 11 მარტის №5201 ბრძანებაში ცვლილების განხორციელება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(10);